ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერი – “ეპიზოდი”

დიდმა გერმანელმა კომპოზიტორმა და ხელოვნების თეორიტიკოსმა – ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერმა (1813-1883 წლები),თავისი ოპერის – “ტანჰეიზერი”-ს პრემიერაზე მიიწვია იტალიური წარმომავლობის მქონე გერმანელი კონკურენტი კომპოზიტორი – ჯაკომო მეიერბერი (1791-1864 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ოპერის დასრულებისთანავე ცნობისწადილმორეულმა ვაგნერმა მეიერბერს ჰკითხა:

- მაესტრო,როგორ მოგეწონათ ჩემი ახალი მუსიკალური ნაწარმოები?

სანამ ჯაკომო ვილჰელმს პასუხს გასცემდა,მანამ მას დარბაზის იმ მხარისაკენ მიუთითა,სადაც ერთ-ერთ დამსწრეს ღრმად ჩასძინებოდა.

- თავად იხილეთ, – ირონიულად უპასუხა მეიერბერმა.

მეორე დღეს,იმავე საოპერო თეატრში ჯაკომოს ოპერის პერიერა გაიმართა.მანაც ვილჰელმის მსგავსად,თავისი კონკურენტი – რიჰარდ ვაგნერი მიიწვია პრემიერაზე.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? – დაინტერესდა მეიერბერი.

 - კარგად დავინახე,თუ როგორ ჰგვრის ძილს მსმენელებს თქვენი მუსიკაც, – ირონიულადვე უპასუხა ვაგნერმა,რომელმაც მანამდე დარბაზში მყოფ მძინარე დამსწრეს მოჰკრა თვალი.

- ოჰ,ნუთუ ვერ იცანით? მაგ მსმენელმა ხომ თქვენი გუშინდელი “ტანჰეიზერი”-ს პრემიერის შემდეგ ჩაიძინა აქ?! – მხრების აჩეჩვით გამოეპასუხა ვაგნერს ჯაკომო. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯაკომო მეიერბერი 

კომენტარის დატოვება