მიხეილ გლინკა – “ეპიზოდი”
პირველი რუსი კომპოზიტორის – მიხეილ გლინკას (1804-1857 წლები) მეუღლე – მარია ივანოვა,მუსიკის მიმართ აბსოლუტურ გულგრილობას იჩენდა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ დიდი კომპოზიტორის თანამეცხედრე არც ერთ გენიალურ კომპოზიტორებზე არ ფლობდა ელემეტარულ ინფორმაციასაც კი.ერთ დღეს,მორიგი კონცერტიდან (სადაც ის ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას ასრულებდა) შინ დაბრუნებული გლინკა იმდენად დიდ და ღრმა ემოციებში იყო ჩაფლული,რომ ცრემლებიც კი სდიოდა.მარია ქმრის ცრემლებმა ძალიან შეაშფოთა:
- რა გჭირს მიხეილ?
- ოჰ,ეს ბეთჰოვენი!.. – წამოიძახა არაადამიანური ხმით მიხეილმა და აქვითინდა.
- ღმერთო ჩემო,გამაგებინე რა შეგამთხვია ასეთი იმ ვიღაც ოხერმა ბეთჰოვენმა? – იკითხა შეძრწუნებულმა მუსიკის დილეტანტმა ქალმა,თუმცა მეუღისაგან პასუხი არ მიუღია. – (ავტორი გენია.ჯი)