ნინო ზათიაშვილი – “რად გვინდა ფული?”
წყალწაღებული ხავსს ეკიდე,ხომ გაგიგია?
ჩვენი ამბავიც ასე არის,დედის მისია სადღაც ჩრდილშია….
ფული გვინდა და სულს ვიბინძურებთ….
ფული გვინდა და შვილებს ვიძულებთ….
კი არ ვიძულებთ – სხვა კუნძულზე,სხვა სამყაროში ვაცხოვრებთ,
რადგან,ფული ვისურვეთ…
რად გვინდა ფული? თუკი თანდათან გვიკვდება გული…
მკვდარია გული,ირგვლივ კი შური…
ყველა ჩვენგანმა ჩამოვისვით ამ შუბლზე მური…
თვალებს თითქოს და გადაეკრა ლიბრი და რული…
რად გვინდა ფული!.. რად გვინდა ფული…
ერთი მითხარით სად დაიკარგა ქართველ დიაცთა დიადი სული…
რად გვინდა ფული?..
თუკი არ გესმის – ვაი დედა და ვერ აგონებ-რა,რა გჭირს შვილო?..
შენი მეცხედრე ისევ უშენოდ დაწურავს ღვინოს…
ისევ უშენოდ გამოცხვება თონეში პური
და შენს ახლობლებს გაუცივდებათ შენს მიმართ გული…
აღარ ხარ იქ და აღარც აქა ხარ!..
უგნურ თაგვივით შენც ღამურა ხარ.!..
მხოლოდ ღამურა!..
რად გინდა ფული…
არ გიფიქრია,რად გინდა ფული?..
თუკი გრძნობ,როგორ ყინულივით გიცივდება და გიკვდება გული.