ადოლფ უილიამ ბუგერო – “ვენერას დაბადება”
“ვენერას დაბადება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის სალონური აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ იმ შედევრ-სურათს,რომელსაც დღემდე სახვითი ხელოვნების კრიტიკოსები ბუგეროს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ფერწერულ ნამუშევრად აღიარებენ (სულ ბუგეროს ფუნჯს 826 სურათი მიეკუთვნება).ტილოს სიმაღლე 300 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 218 სანტიმეტრი. (ავტორი გენია.ჯი) მასზე მუშაობა მხატვარმა 1879 წელს დაარულა.სურათზე გამოსახულია რომაული მითოლოგიის მიხედვით სილამაზის,გაზაფხულის,ყვავილობისა და ბაღების მფარველი ქალღმერთის – ვენერას დაბადება (ძველ ბერძნული – აფროდიტეს პროტოტიპი).რომაული მითოლოგიის მიხედვით,ვენერა კუნძულ კიპროსზე მდებარე ქალაქ პაფოსთან ახლოს მდებარე ღია ზღვაში,ნიჟარიდან დაიბადა (ნიჟარა იქცა კიდეც ვენერას ტიპიურ თანმდევ სიმბოლოდ) და იმთავითვე ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან.ვენერას კულტს საფუძველი ლაციოს რეგინოში ჩაეყარა. ძვ.წ.აღ-ით 293 წელს აგებული იქნა ვენერასადმი მიძღვნილი პირველი ტაძარი.რომაელები მის დღესასწაულს,სახელწოდებით – ”Vinalia Rustica”,ყოველი წლის 18 აგვისტოს აღნიშნავდნენ.ვენერას უძღვნიდნენ ყაყაჩოების,ვარდებისა და მირტის ყვავილების ულამაზეს თაიგულებს.აღნიშნულ შედევრ-სურათზე ასახული მითოლოგიური სიუჟეტი და კომპოზიცია თემატიკურად ძალიან ჰგავს ისეთი გენიალური მხატვრების ნამუშევრებს,როგორებიც გახლდნენ – სანდრო ბოტიჩელი (“ვენერას დაბადება”) და რაფაელ სანტი (“გალათეას ტრიუმფი”).ბუგეროს ტილო ძირითადად შესრულებულია თეთრ და ცისფერ ტონალობაში,რაც მას საკმაოდ ღია ეფექტს აძლევს.სიმბოლიზირდება ღვთაებრივ საწყისსა და სისუფთავესთან.სურათზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ვენერაზე,ხოლო სხვა ფიგურები შედარებით ჩრდილში არიან მოქცეულები.მოღრუბლული და შტორმის მომასწავებელი ცის ფონი – ცხოვრებისეულ სირთულეებთან ასოცირდება.დღესდღეობით,უილიამ ბუგეროს დიდებული ნამუშევარი – “ვენერას დაბადება”,დაცულია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე მსოფლიოში სახელგანთქმულ “ორსეის მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)