ჟაკ ოფენბახი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი,მუსიკოსი და ფრანგული ოპერეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ჟაკ ოფენბახი (1819-1880 წლები),ძალიან რთული და კონფლიქტური ხასიათით გამოირჩეული პიროვნება იყო.როგორც ჩანს,ამ თვისებებს იგი ძალიან კარგად ათვითცნობიერებდა და ცდილობდა კიდეც,მომავალი თანამშრომლები თავისი უხიაგი ხასიათის შესახებ წინასწარ გაეფრთხილებინა.აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ჟაკის მიერ ა. მელიაკისა და ლ. გალევისადმი მიწერილი ერთ-ერთი წერილიც,რომელშიც ვკითხულობთ: “მსურს-რა შევინარჩუნო თქვენთან საუკეთესო ურთიერთობები,წერილის ქვემოთ ხელმომწერი ჟაკ ოფენბახი,მცხოვრები პარიზში,ლაფიტის ქუჩაზე,წინასწარვე ითხოვს პატიებას თავისი თანამშრომლებისაგან იმ შემთხვევაში,თუკი ისინი გავაბრაზე და შეურაცხყოფა მივაყენე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>