ნიკოლო პაგანინი – “ეპიზოდი”
სავარაუდოდ,”მარფანის სინდრომით” დაავადებული (გენეტიკური დაავადება,რომლის დროსაც ზიანდება გული,თვალები და ჩონჩხი) გენიალური იტალიელი მევიოლინის,გიტარისტისა და კომპოზიტორის – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) თანამედროვე ეპოქის მუსიკოსების იმ ნაწილს,რომლებსაც საკუთარი ყურით არ ჰქონდათ მოსმენილი პაგანინის მიერ ვიოლინოზე დაკვრის ვირტუოზული შესრულება,ძალიან უჭირდათ იმის დაჯერება,რომ ნიკოლო ყველა დროის საუკეთესო მევიოლინე იყო.პაგანინის რამდენიმე კონცერტის გამართვა გერმანიაშიც მოუწია.მის კონცერტს დაესწრნენ ისეთი ცნობილი მევიოლინეები,როგორებიც გახლდნენ ბენეში და იელი.იელს ბენეშისაგან განსხვავებით,ჰქონდა ბედნიერება,ნიკოლოს კონცერტისათვის სამი წლით ადრე მოესმინა.შესაბამისად,მან კარგადაც უწოდა პაგანინის გენიალური მუსიკალური შესაძლებლობები.ნიკოლოს მიერ ვირტუოზულად შესრულებულმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა ბევბეში აღაფრთოვანა.როდესაც კონცერტი დასრულდა,იგი იელს მიუბრუნდა და უთხრა:
- აი,ახლა კი მართლაც დრო არის ანდერძები დავწეროთ.
- ანდერძის დაწერა ახლა ნამდვილად არ მიწევს,რადგან პირადად მე,ჯერ კიდევ სამი წლის წინათ მოვკვდი. - მელანქოლიურად ჩაილაპარაკა იელმა. (ავტორი გენია.ჯი)