“გმირული სიმფონია” – (ეპიზოდი)
სმენადაკარგული გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ დაწერილი – “სიმფონია N3″-ის,იგივე – “გმირული სიმფონიის” პრემიერა 1805 წლის 7 აპრილს მოეწყო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.როგორც ცნობილია,აღნიშნული სიმფონია ბეთჰოვენმა თავის კუმირს – ნაპოლეონ ბონაპარტს მიუძღვნა.თუმცა მას შემდეგ,რაც ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა,ლუდვიგის დამოკიდებულება მის მიმართ კარდინალურად შეიცვალა და ბონაპარტის სახელი სიმფონიის პარტიტურიდანაც ამოიღო.მიუხედავად ამისა,მუსიკალური სამყარო,დღემდე აღნიშნულ სიმფონიას ბეთჰოვენის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევს.”გმირული სიმფონიის” მოსმენის შემდგომ აღფრთოვანებულმა უდიდესმა იტალიელმა კომპოზიტორმა – ჯოაკინო როსინიმ მთელი ხმით შესძახა: “ასეთი ბრწყინვალე მუსიკის დამწერს სრული უფლება აქვს დაყრუვდეს,რათა მასზე უკეთესს ცხოვრებაში ვეღარაფერს მოუსმინოს.თუმცა ამაზე მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა სულერთია,მაინც ყოვლად წარმოუდგენელია!” – (ავტორი გენია.ჯი)