ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები…
სიდჰართა გაუტამა (ძვ.წ.აღ-ით 563-483 წლები) – “არაფერია მარადიული!”
ბლეზ პასკალი (1623-1662 წლები) – “ნუ მიმატოვებ,უფალო!”
სემუელ ფინლი ბლიზ მორზე (1791-1872 წლები) – 82 წლის ასაკში მყოფმა დიდმა ამერიკელმა გამომგონებელმა და მხატვარმა ლეგენდარული ამერიკელი პოლიტიკოსის – ბენჯამის ფრანკლინის ძეგლის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა.იმ დღეს საშინელი სიცივე და ძლიერი ქარი ქროდა,რამაც ხანდაზმული მორზეს ავადმყოფობა გამოიწვია.იგი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე საწოლიდანაც კი ვერ დგებოდა.თუმცა მუდმივად იმყოფებოდა პირადი ექიმის კონტროლის ქვეშ. 1872 წლის 2 აპრილს ექიმმა ავადმყოფი კვლავ მოინახულა და გასინჯა.გასინჯვის პროცედურის დასრულების შემდგომ კი სემუელს უთხრა:
- აი,ასე ვაკეთებთ ტელეგრაფირებას მედიკოსები!
- ძალიან კარგი,ძალიან კარგი, – ღიმილით უპასუხა მორზემ.საუბედუროდ,ეს სიტყვები მისი უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)
კონფუცი (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები) – გარდაცვალების წინ ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი თავის მოწაფეს – ტსი კუნგუს ცრემლმორეული ესაუბრებოდა:
- ჩემი ძალები ეცემა და ვეღარ გამოვჯამრთელდები.იმის ძალაც კი აღარ შემწევს თავი ავწიო და ტიან-შანის წმინდა მთის მწვერვალი დავინახო! ჩემი ორგანიზმი – ცუდი მასალისაგან აგებულ ნაგებობას მაგონებს; მე გავხმი ისევე,როგორც ბალახი!.. ჩემი სიკვდილის შემდეგ ვინ აიღებს საკუთარ თავზე იმ მძიმე ტვირთს,რასაც ჩემივე სწავლება წარმოადგენს?! – ეს სიტყვები სამწუხაროდ,კონფუცის უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა,რადგან იგი კომაში ჩავარდა და შვიდი დღის შემდეგ გონზე მოუსვლელად, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა ახმატოვა (1889-1966 წლები) – დომოდედოვოს საავადმყოფოში მწოლიარე გამოჩენილმა რუსმა პოეტმა და ლიტერატურათმცოდნე ქალმა,კარდიოგრამის გადაღებისა და მორიგი ინექციის ჩატარების შემდგომ თქვა: “მიუხედავად ამისა,მე მაინც ცუდად ვარ!” – ეს სიტყვები ანა ახმეტოვას უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა.
თედორე ტიუტჩევი (1803-1873 წლები) – “რაოდენ სამწუხაროა,რომ ვერ პოულობ ისეთ სიტყვებს,რომლებითაც აზრს გადმოცემ”.
ფრიდრიხ I (1657-1713 წლები) – სიკვდილის სარეცელზე მყოფ პრუსიის მეფის საწოლთან მოძღვარი ლოცვებს კითხულობდა.”შიშვლად მოვედი ამ ქვეყნად და შიშვლადვე მივალ”, – წარმოთქვა მოძღვარმა.მოულოდნელად,ფრიდრიხმა სასულიერო პირი ხელის მოძრაობით აიძულა ლოცვა შეეწყვიტა და აღშფოთებულმა წამოიძახა: “არავინ გაბედოს ჩემი შიშვლად ან სააღლუმე ტანისამოსით დაკრძალვა!” – ფრიდრიხისდა საუბედუროდ,ეს მისი ბოლო სიტყვები აღმოჩნდა ამიერში.
ალექსის-ფელიქს ავრერი (1806-1850 წლები) – გამოჩენილი ფრანგი მწერალი,პოეტი და დრამატურგი ძლივს მილასლასებდა საავადმყოფოს კორიდორში და თავისი ექიმის კაბინეტს ეძებდა.მან ერთ-ერთი მედდა გააჩერა და ჰკითხა თუ სად მდებარეობდა ექიმის კაბინეტი: “ის ამ კოლიდორის ბოლოშია”, – უპასუხა მედდამ.ავრერმა კი შეუსწორა: ” – არა კოლიდორი,არამედ – კორიდორი”.საუბედუროდ,ეს მისი უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა.
ნადეჟდა მენდელშტამი (1899-1980 წლები) – ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა თავის მედდას უკანასკნელად მიმართა: “შენ ნურაფრის გეშინია!”
ჰერბერტ ჯორჯ უელსი (1866-1946 წლები) – დიდმა ინგლისელმა მწერალმა და პუბლიცისტმა თავის უახლოეს ადამიანებს უთხრა: “ყველაფერი წესრიგშია”.თუმცა აღნიშნული სიტყვის წარმოთქმიდან სამიოდე წუთში სული განუტევა. – (ავტორი გენია.ჯი)