ასტრას შესახებ…
XVII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთ ფრანგ ბოტანიკოსს ჩინეთიდან სრულიად საიდუმლოდ,ფრანგმა სასულიერო პირმა – ნიკოლა ინკარვილმა იმ პერიოდის ევროპისათვის უცნობი ყვავილების ოჯახი ჩამოუტანა.მალევე,უცნობი ყვავილების თესლი პარიზის ბოტანიკურ ბაღში დათესეს. (ავტორი გენია.ჯი) ერთი შეხედვით,ევროპელთათვის უცნობი ყვავილი ძალიან ჩამოჰგავდა ულამაზეს ზიზილას (მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი) და მას სახელად – “სამეფო ზიზილა” უწოდეს.ბოტანიკოსებსა და მებაღეებს იმდენად მოეწონათ აღნიშნული ყვავილი,რომ მათი მასობრივად მოყვანა დაიწყეს.ორი წლის გასვლის შემდგომ,პარიზის ბოტანიკურ ბაღში მოსეირნე ერთ-ერთი ბოტანიკოსის ყურადღება მოულოდნელად მიიპყრო “სამეფო ზიზილად” წოდებულმა მშვენიერმა ყვავილებმა.ნანახით აღფრთოვანებულმა,ხმამაღლა წამოიძახა: “ასტერ!” თავის მხრივ,სიტყვა “ასტერი” ბერძნული წარმომავლობის მქონეა და – “ვარსკვლავს” აღნიშნავს.მას შემდეგ,”სამეფო ზიზილას” სახელი შეუცვალეს და - “ასტრა” უწოდეს.ცნობისათვის,ასტრა რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.მასზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები და კალათა ყვავილედები კი,მართლაც რომ ვარსკვლავებს ჩამოჰგვანან.ასტრა,ბუნებრივ პირობებში გავრცელებულია ცენტრალური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე,ხოლო დეკორატიული სახეობები კი კულტივირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა.სხვადასხვა შეფასებებით,ბუნებაში 200-დან 500-ს სახეობამდე ასტრაა გავრცელებული.მათი ხილვა შესაძლებელია,როგორც ალპურ მდელოებზე,ასევე ტყე-სტეპებსა და სტეპებში.დღესდღეობით,ამ ულამაზესი ყვავილის ქვესახეობის უმეტესობა დეკორატიული დატვირთვის მატარებელია. – (ავტორი გენია.ჯი)