ანტონ ჩეხოვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი რუსი მწერალი და დრამატურგი – ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები) თავის მომავალ მეუღლეს – ოლგა კნიპერს (1868-1959 წლები),პირველად, 1890 წლის 14 სექტემბერს გაეცნო “თოლიას” სპექტაკლის რეპეტიციების მიმდინარეობის დროს. (ავტორი გენია.ჯი) ჩეხოვს იგი იმთავითვე გულში ჩაუვარდა,რასაც მისი იმ პერიოდის ჩანაწერებიც მოწმობს. 1899 წლიდან მათ შორის წერილობითი მიმოწერა დაიწყო. 1901 წლის 25 მაისს კი იქორწინეს.მათი თანაცხოვრება სიყვარულის ნამდვილი ზეიმი იყო.პროფესიით მსახიობმა ოლგამ მეუღლის მიერ დაწერილი მნიშვნელოვანი პიესების (“სამი და”,”თოლია”,ივანოვი” და სხვა) თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟები (არკადინა,ელენა,მაშა და სხვა) განასახიერა სცენაზე.ანტონი ხშირად იმეორებდა,რომ ოლგა სწორედ ისეთი ქალი იყო,რომელიც მას სჭირდებოდა.უწოდებდა მთვარესაც,რადგან ცხოვრებისეულ უკუნ ღამეში,როგორც მთვარე,ისე უნათებდა გზას.საერთო ჯამში,ჩეხოვს მეუღლისადმი 443 წერილი ჰქონდა მიწერილი,საპასუხოდ კი 400 წერილი მიიღო.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ თავის წერილებში ჩეხოვი მეუღლისადმი სიყვარულს ერთობ უცნაური სიტყვებით გამოხატავდა.მაგალითად,იგი ოლგას “თავისი სულის ნიანგის”,”ძაღლის” და “გველის” კომპლიმენტებითაც კი ამკობდა.იდილიური წყვილი ჩეხოვის სიკვდილმა გაჰყარა. 1904 წლის 2 ივლისს ანტონ ჩეხოვმა გერმანიის ქალაქ ბადენვალილერში საკუთარი მეუღლის ხელებში დალია სული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>