ივანე ტურგენევი – “ლიტერატურის ყველაზე დიდი თავი”
ცნობილ რუს მწერალ-რეალისტს,დრამატურგსა და პუბლიცისტს – ივანე ტურგენევს (1818-1883 წლები),დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “ლიტერატურის ყველაზე დიდი თავი”.ამ უცნაურ ზედსახელში გასაკვირი არაფერი იქნება თუკი გავითვალისწინებთ ივანე ტურგენევის მართლაც უზარმაზარი მოცულობის მქონე თავს და საოცრად დიდი წონის ტვინს.ტურგენევის ტვინის წონა – 2 კილოგრამამდე იყო,რაც მართლაც რომ უნიკალური მოვლენაა.მედიკოსთა მტკიცებით,ივანე ტურგენევის თავის ქალის უცნაური თავისებურება პირდაპირპროპორციოული ყოფილა მისი დიდი მასის მქონე ტვინთან.მას იმდენად თხელი ძვლოვანი ფენისაგან შემდგარი თავის ქალა გააჩნდა,რომ მცირეოდენ ძალასაც (დარტყმას) ვერ უძლებდა და უგონო მდგომარეობაში ვარდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)