ყველაზე მოკლე რეცენზია…
1948 წლის 6 ოქტომბერს შედგა ამერიკელი კინორეჟისორის – ნორმან ზ. მაკლეოდის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმის,სახელწოდებით – “არის თუ არა ეს რომანტიული?” – პრემიერა.აღნიშნულმა კინოფილმმა,სადაც აღწერილია აშშ-ის სამოქალაქო ომის მონაწილის სამი ქალიშვილის ისტორია,თავისი მდარე ხარისხისა და სცენარის გამოისობით ვერანაირი მოწონება ვერ მოიპოვა კინომოყვარულებსა და კრიტიკოსებში.ერთადერთი კრიტიკოსი,რომელმაც მაკლეოდის ფილმის შესახებ რეცენზია დაწერა,გახლდათ ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსი – ლეონარდ მალტინი.მას შემმდეგ,რაც მალტინმა ფილმი იხილა,ერთ-ერთ გაზეთში მის შესახებ შემდეგი სახის ძალიან მოკლე რეცენზია გამოაქვეყნა: “არის თუ არა ეს რომანტიული? – არა!”
საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ მალტინის მიერ დაწერილი რეცენზია იქნა შეტანილი “გინესის რეკორდების წიგნში”,როგორც ყველაზე მოკლე რეცენზია ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
ნორმან ზ. მაკლეოდი
მხატვრული ფილმის – “არის თუ არა ეს რომანტიული”- ს პოსტერი