კუს წვნიანის შესახებ…
კუს წვნიანი (სუპი) – წარმოადგენს კუს ხორცისაგან დამზადებულ მკვრივ და მოყავისფრო წვნიანს,რომელიც ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ აზიურ ქვეყნებში,როგორებიცაა – სინგაპური და ჩინეთი.ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი დელიკატესური კერძი – “კუს წვნიანი” მზადდება მხოლოდ ოთხი სახეობის კუსაგან – “მწვანე კუ”,”კაიმანის კუ”,გრიფის კუ” და “შორეული აღმოსავლეთის კუ”. (ავტორი გენია.ჯი) მზარეულები კუს ხორცს მარილიან წყალში სამი-ოთხი საათის განმავლობაში ხარშავენ,რის შემდეგაც სხვადასხვა ინგრედიენტებით აჯერებენ.მათ შორის რქოვანი პირუტვისა და ქათმის ხორცითაც.კუს წვნიანის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს კარტოფილის სახამებელი წარმოადგენს.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ მრავალ ქვეყანაში აღნიშნული კერძის დამზადება კანონით არის აკრძალული,რადგან ზემოთაღნიშნული სახეობის კუებზე მოთხოვნილების გაზრდის შედეგად ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.საინტერესოა ის გარემოება,რომ “კუს წვნიანის” განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ აშშ-ის რიგით 27-ე პრეზიდენტი – უილიამ ჰოვარდ ტაფტი (1857-1930 წლები).როგორც ცნობილია,უილიამს თავისი საყვარელი კერძის მოსამზადებლად,სპეციალურადაც კი ჰყავდა დაქირავებული პროფესიონალი მზარეული,რომელიც შესანიშნავად ფლობდა “კუს წვნიანის” დამზადების ხელოვნებას. (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ ჰოვარდ ტაფტი
მწვანე კუ
კაიმანის კუ
გრიფის კუ
შორეული აღმოსავლეთის კუ