იცით თუ არა,რომ

1. აშშ-ის რიგით 28-ე პრეზიდენტის – ტომას ვუდრო უილსონის მეორე მეუღლეს – ედიტ ბოლინგ გალტ უილსონს,რომელიც ქმრის ინსულტის მიღების შემდეგ ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა თითქმის ორი წლის განმავლობაში – “საიდუმლო პრეზიდენტს” უწოდებდნენ.გარდა ამისა,რიგი ისტორიკოსებისა მას – “აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ-პრეზიდენტადაც” მოიხსენიებენ.

2. როგორც ცნობილია,იაპონურ ნაციონალურ სპორტულ სახეობა – “სუმო”-ში საკმაოდ დიდი მასის მქონე სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.მიუხედავად ამისა,თითოეული სპორტსმენი ვალდებულია შპაგატში ჯდებოდეს.

3. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის გონებამახვილი მეუღლე – დედოფალი (ნეტარი) თეოდორა (500-548 წლები),სანამ იუსტინიანზე დაქორწინდებოდა – მეძავი იყო.

4. ეგვიპტის პირამიდებზე მომუშავე ადამიანები არა მხოლოდ ხელფასს იღებდნენ,არამედ მათ ყოველდღიურ ნორმად 3,8 ლიტრა ლუდიც ჰქონდათ დაწესებული.

5. მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული კომპიუტერული საძიებო სისტემის – “გუგლის” დევიზია: “ნუ იქნები ბოროტი!” – (ავტორი გენია.ჯი)

6. პირველი წერილობითი ცნობები “ჰარემის” შესახებ, XV საუკუნის ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ დოკუმენტებშია მოცემული.

7. გერმანიაში,პოლიციელთა ავტომობილების პარკი ძირითადად – “მერსედეს ბენცის” ფირმის ავტომობილებით არის დაკომპლექტებული.

8. ანტიკური ხანის ფილოსოფოსები თითოეულ ადამიანს “მიკროკოსმს”,ანუ “მცირე სამყაროს” უწოდებდნენ.

9. მაცხოვარმა წმინდა ქალაქ – იერუსალიმს დანანებით მიმართა: “იერუსალიმ,იერუსალიმ,რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე ჩემგან მოვლინებულნი,რამდენჯერ მსურდა შეკრება შენი შვილებისა,როგორც შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს ფრთების ქვეშ და არ ისურვეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

10. სტატისტიკის მიხედვით,საშუალოდ,ორი მილიარდი ადამიანიდან – 116 წლის ასაკამდე მხოლოდ ერთი აღწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>