სერგეი ესენინი & ვლადიმერ მაიაკოვსკი

გახმაურებული ფაქტია,რომ გამოჩენილი რუსი პოეტი და ლირიკოსი – სერგეი ესენინი (1895-1925 წლები) და საქართველოში დაბადებული რუსული ფუტურიზმის ფუძემდებელი პოეტი – ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930 წლები),მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთის იდეური ოპონენტები და შეიძლება ითქვას,მტრებიც კი იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) თითოეული მათგანი ყოველ საჯარო გამოსვლაში მუდმივად აკრიტიკებდა ერთმანეთს და სხვადასხვა სახის ბინძური ბრალდბებისაგანაც არ იკავებდა თავს.მიუხედავად ამისა,ესენინიც შესანიშნავად ათვითცნობიერებდა მაიაკოვსკის დიდ პოეტურ ტალანტს და ვლადიმერიც ესენინის პოეზიის გრანდიოზულობას.სერგეის მეგობრების გადმოცემების თანახმად,ესენინი მაიკაოვსკის ყველა სხვა რუს ფუტურისტ პოეტზე წინ აყენებდა,რასაც მათთან არც მალავდა: “რაც არ უნდა ვთქვათ მაიკაოვსკიზე,მას მაინც ვერსად მოვისროლით,რადგან უამრავი პოეზიის მოყვარულია მის დიდებულ პოეზიაზე მიჯაჭვული”.ესენინს მაიაკოვსკის პოეზიიდან განსაკუთრებით უყვარდა ლექსი – “ომი გამოცხადებულია”,რომელსაც საკმაოდ ხშირადაც კითხულობდა.

თავის მხრივ,ვლადიმერიც კარგად ათვითცნობიერებდა ესენინის პოეტური ტალანტის სიდიადეს… ერთ-ერთი მემუარისტი მ.როიზმანი იგონებდა: “ერთ დღეს,ლიტერატურული ჟურნალის – “ახალი მსოფლიოს” რედაქტორს ვეწვიე.მოულოდნელად,მისაღებში მომლოდინეს სამდივნოდან მაიაკოვსკის ხმა შემომესმა.გავოცდი,თუმცა ფაქტი იყო,რომ იგი მისი იდეური მოწინააღმდეგის – სერგეი ესენინის ლექსს კითხულობდა და როდესაც ლექსის კითხვა დაასრულა,მასთან მყოფებს შემდეგი სახის გაფრთხილება მისცა: “ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ დაგცდეთ ესენინთან!” – ბოლოს კი აღფრთოვანებულმა დაამატა: “ეშმაკისეული ტალანტის მქონეა – ესენინი!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>