“Sembikya” – (ეპიზოდი)
აღმოსავლეთ აზიაში მდებარე “ამომავალი მზის” კუნძულოვან ქვეყანაში – იაპონიაში,სადაც საოცრად არის ერთმანეთთან შერწყმული უძველესი ტრადიციები თანამედროვე კულტურასთან,ხარისხიანი ხილის დაგემოვნება ერთობ დიდ ფუფუნებად მიიჩნევა.ასეთი სახის ხილს,იაპონელები უახლოეს ნათესავებს,მეგობრებს,კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს საჩუქრად უძღვნიან,რაც დიდ პატივად არის მათთვის მიჩნეული.ტოკიოში არსებობს მაღაზია,სახელწოდებით – “Sembikya”,რომელიც სპეციალიზირებულია ნატურალურად მოყვანილი იდეალური ხილის გაყიდვაზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ მაღაზიაში არა მარტო ხილის ხარისხს ექცევა დიდი ყურადღება,არამედ მათ გემოს,ფორმებსა და სიდიდესაც კი.”Sembikya”-ას მაღაზიის დახლებზე გასაყიდად გამოტანილი ოსტატურად შეფუთული ხილი ისეთ წარმოდგენას ჰქმნის,თითქოს ისინი ხელოვნურად იყვნენ შექმნილნი.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,იაპონელთათვის ხარისხიანი ხილის დაგომევნება დიდ ფუფუნებასთან ასოცირება და ამაში ისინი სოლიდურ თანხებსაც იხდიან.მაგალითად,”Sembikya”-ს მაღაზიაში,შესანიშნავად შეფუთული 12 ცალი მარწყვის ფასი – 83 ამერიკული დოლარია; საშუალო ზომის სამი ნესვის ფასი – 419 $ და ასე შემდეგ.მიუხედავად საოცრად დიდი ფასებისა,აღნიშნულ მაღაზიას მყიდველი არასოდეს აკლია და იგი ერთ-ერთ საუკეთესო ხილის მაღაზიად არის მიჩნეული “ამომავალი მზის” ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი)