დურიანის ნაყოფის შესახებ…
ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი – დურიანის ეგზოტიკური სახეობის მცენარე (სულ ბუნებაში მისი 30-მდე ქვესახეობა გვხვდება) ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) მათი მყარი გარსითა და მასიური ეკლებით დაფარული ნაყოფი 20 სანტიმეტრი დიამეტრის მქონეა და 4 კილოგრამამდე იწონის.გააჩნიათ საოცრად არომატული გემო და გამოიყენებენ საკვებად.დურიანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბრუნეის,მალაიზიის,ბრაზილიისა და ინდონეზიის მოსახლეობაში,სადაც დელიკატესადაც მიიჩნევა.თუმცა,საყურადღებოა ის გარემოება,რომ დურიანის მირთმევა – ბრუნეიში,ინდონეზიასა და მალაიზიაში კანონით არის აკრძალული აეროპორტებში,ავტობუსებში,მეტროში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.ამის მიზეზი კი გახლავთ დურიანის ნაყოფის ამაზრზენი და მყრალი სუნი,რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს.ბრაზილიელები იმასაც კი ამბობენ,რომ მიუხედავად დურიანის სამოთხისებური არომატული გემოვნებისა,იგი მაინც ჯოჯოხეთური სურნელის მატარებელიაო. (ავტორი გენია.ჯი)