Saab – “ეპიზოდი”
1937 წელს დასავლეთ შვედეთში მდებარე ორმოცდაშვიდიათას მაცხოვრებლიან ქალაქ ტროლჰეტანში დაარსებული იქნა შვედური კომპანია,სახელწოდებით – “Svenska Aeroplan Aktiebolget”,რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალეს და – “Saab”-ი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად აღნიშნული კომპანია სპეციალიზირებული გახლდათ სამხედრო თვითმფრინავების წარმოებაზე,ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობის მიერ გადაწყეტილი იქნა,რომ მათ მფლობელობაში მყოფ კომპანიას ავტომობილების წარმოებაც დაეწყო და შესაბამისად,საავტომობილო ბაზარზეც გასულიყო. ”Saab”-ის პირველი ავტომობილის პროტოტიპი გახლდათ,სახელწოდებით – “Ursaab”-ი.საინტერესოა ის გარემოება,რომ “Ursaab”-ი დაპროექტებული იქნა კომპანიის იმ თექვსმეტი ინჟინრის მიერ,რომელთაც მანამდე არასოდეს ჰქონიათ მონაწილეობა მიღებული ავტომობილის დაპროექტებაში.გასათვალისწინებელია ისიც,რომ 16 ინჟინრიდან მხოლოდ და მხოლოდ ორს გააჩნდა მართვის მოწმობა. (ავტორი გენია.ჯი)
“Ursaab”-ის პირველი პროტოტიპი