ჰარლოტონის გოლფის მოედანი – “ეპიზოდი”
აშშ-ის მთიან რეგიონში – მონტანას შტატში მდებარე ქალაქ ჰარლოტონის მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტის ერთ-ერთი საერთაშორისო სახეობა – გოლფი.აღნიშნული ქალაქის სიახლოვეს მდებარე გოლფის მოედანი კი რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გარს ერტყმის ჰარლოტონის ერთ-ერთ უძველეს სასაფლაოს.ფაქტობრივად,იგი მოიცავს სასაფლაოს ტერიტორიასაც.შესაბამისად,ჰარლოტონის გოლფის მოედანი ერთადერთი გოლფის მოედნია დედამიწაზე,რომელიც სასაფლაოს ტერიტორიასაც მოიცავს.საინტერესოა აღნიშნული გოლფის მოედნის სახელწოდებაც – “ყბის ძვლების უბე”. (ავტორი გენია.ჯი)