აბდულ მუისი
აბდულ მუისი - დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს,ინდონეზიის პროვინცია დასავლეთ სუმატრაზე (კუნძული სუმატრა).იგი წარმოადგენდა ინდონეზიის ეროვნულ გმირს,ერთ-ერთ მებრძოლს ინდონეზიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში,მწერალს.ჟურნალისტსა და მთარგმნელს.სამი წლის მანძილზე მუისი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა,თუმცა სწავლის მიტოვება მალევე მოუწია,ჯანმრთელობის გაუარესების გამო. (ავტორი გენია.ჯი) პირველად სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა,თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა და მისი სტატიები გაჯერებული იყო ნიდერლანდელთა კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ შემცველი მასალებით.1922 წელს მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჯოკიაკარტას აჯანყებაში,რის გამოც იგი დაკავებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ციხეში.მის მიერ დაწერილი პირველი რომანი “არასწორი აღზრდა” გამოქვეყნებულ იქნა 1928 წელს და იმთავითვე აღიარება ჰპოვა.მანამდე 1923 წელს,მან ინდონეზიურ ენაზე თარგმნა მიგელ დე სერვანტესის უკვდავი ნაწარმოები “დონ კიხოტი”.1928 წელს თარგმნა მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი” და სხვა ნაწარმოებები.გარდა იმისა,რომ აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ ცხოვრებაში,მონაწილეობას იღებდა ინდონეზიაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციებშიც.მუისი გაწევრიანებული გახლდათ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში,სახელწოდებით – “Sarekat Islam”-ში (ისლამური კავშირი).მიიჩნევდა რომ ინდონეზიას დამოუკიდებლობის მოპოვება მშვიდობიანი გზით არ შეეძლო და მოუწოდებდა ინდონეზიელებს,საჭიროების შემთხვევაში ძალადობრივი გზით მიეღწიათ სამშობლოს კოლონიალური რეჟიმისაგან განთავისუფლებისკენ. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით აბდულ მუისი ინდონეზიის ეროვნული საბჭოს წევრი ხდება,რომელიც ნიდერლანდების მიერ იქნა ჩამოყალიბებული.1950 წელს გამოაქვეყნა რომანი,სახელწოდებით “სურაპატი”,ხოლო 1959 წელს აქვეყნებს რომანს “რობერტი,სურაპატის ვაჟი”.აბდულ მუისი გარდაიცვალა 1959 წლის 17 ივნისს და დაკრძალულ იქნა ქალაქ ბანდუგის სასაფლაოზე.ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი დიდი წვლილისათვის იგი “ეროვნულ გმირად” იქნა აღიარებული,ხოლო მისი ნაწარმოებები კი ერთ-ერთ წაკითხვად ნაწარმოებებადაა მიჩნეული ინდონეზიაში.