ვლად III ცეპეში – “ეპიზოდი”
თანამედროვე ვამპირის “კლასიკური” პროტოტიპის,ვლახეთის მმართველის - ვლად III ცეპეშის (1431-1476 წლები),იგივე – დრაკულას მამა – ვლად II,საიდუმლო საზოგადოებრივი ორგანიზაციის – “დრაკონის ორდენის” წევრი იყო.იგი იმდენად ამაყობდა ამით,რომ სახელიც კი შეიცვალა და დრაკულა დაირქვა (ასე გამოითქმის რუმინულ ენაზე დრაკონი).სწორედ აქედან ეწოდა ვლად III ცეპეშს – “დრაკონის ძე”.მოგვიანებით,ამავე ორგანიზაციაში გაწევრიანდა თავად “დრაკონის ძეც”,რომლის უსაშინლესმა რეპუტაციამაც განაპირობა ის,რომ ხალხმა ცეპეშს – “ეშმაკის ძე” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,თავისი სასტიკი ბუნებით ცნობილი დრაკულას მიერ 40 000-დან 100 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იქნა სარზე გასმის უსასტიკესი მეთოდით ხელყოფილი.ერთ-ერთი წიგნის – “დრაკულას ძიების” ფურცლებზე ვხვდებით მეტად მნიშვნელოვან ფაქტებს მისი ბიოგრაფიიდან.კერძოდ,ცნობილი ხდება,რომ ცეპეშს ადამიანების სარზე გასასმელი მთელი ტყეც კი ჰქონია გაშენებული,რომლებზეც ასეულობით უბედური იყო გასმული.როდესაც ვლადი ამ ამაზრზენ სანახაობას შეხედავდა,სიკვდილით დასჯილი ადამიანების მისამართით ცინიკურად ჩაილაპარაკებდა ხოლმე: “ოჰ,როგორ მშვენიერ გრაციოზულობას ფლობენ ისინი!” საყურადღებოა ის გარემოება,რომ იმ ეპოქის ვლახეთში მოქმედი კანონის თანახმად,სიკვდილით დასჯის ერთადერთი მეთოდი არსებობდა – სარზე გასმა.შესაბამისად,ვლადის მხეცურ ქმედებებს კანონიც ზურგს უმაგრებდა.ვლახეთში სიკვდილით ისჯებოდნენ ნებისმიერი დანაშაულისათვის,მათ შორის ერთი პურის მოპარვისთვისაც კი.ზემოთ მოხსენიებულ წიგნში მოყვანილი ფაქტის მიხედვით,ერთ-ერთი ბოშა დრაკულას მიწებზე მოგზაურობდა,რა დროსაც შიმშილისაგან დაოსებულმა ადგილობრივ მოსახლეს პური მოპარა.როდესაც იგი დააკავეს,ვლადმა მისი ცოცხლად “შეწვა” ბრძანა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).შემდგომ ბოშებს ერთად მოუყარა თავი და შემწვარი თვისტომის შეჭმა აიძულა.ვლახეთის დედაქალაქ ტირგოვიშტეში “წესრიგის” დამყარების დროს,შიზოიდმა დრაკულამ თავის ერთ-ერთ სახლში სადღესასწაულო დიდი სუფრა გაშალა,რომელზეც ქალაქში მაცხოვრებელი ყველა გლახაკი,ავადმყოფი და მაწანწალა მიიწვია.სუფრას ვლადი ხელმძღვანელობდა და როდესაც უბედურნი დანაყრდნენ,დრაკულამ მათ თავაზიანად მოუხადა ბოდიში და სუფრა დატოვა.სუფრიდან გასულმა კი თავის ჯალათებს უბრძანა სახლის ყოველი კარი და ფანჯარა ამოეკეტათ და მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ.იმ პერიოდის ჩანაწერებიდან ვგებულობთ,რომ დრაკულას ამ მიზანთროპულ ქმედებას ვერც ერთი იქ მყოფი ადამიანი ვერ გადაურჩა.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,თუ როგორ გადაწვა სრულიად უმიზეზოდ რამდენიმე სოფელი თავისი მოსახლეობითურთ.ვლახეთის მმართველის სიმხეცემ მის ხელშივე მოაქცია ქვეყნის აბსოლუტური კონტროლის მექანიზმები,რასაც იგი კარგად ათვითცნობიერებდა.იმის შესამოწმებლად,თუ რაოდენ ეშინოდათ მისი,ექსპერიმენტი ჩაატარა: დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცეპეშის ბრძანებით დაიდგა მაგიდა,რომელზეც სუფთა ოქროსაგან დამზადებული თასები დააწყვეს.მოსახლეობას კი უფლება მიეცა აღნიშნული თასებიდან ნებისმიერ დროს დაელია წყალი,თუმცა ისე რომ,ოქროს თასებს მოედნის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა.მაგიდა ქალაქის ცენტრში დრაკულას მთელი მმართველობის პერიოდში იდგა ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე,თუმცა ამ ხნის განმავლობაში ტირგოვიშტეს 60 000 მაცხოვრებლიდან არც ერთს აზრადაც კი არ მოსვლია ოქროს თასებს სიახლოვეს გაკარებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც ამბობენ,ოსმალეთის იმპერისთან დრაკულას მარცხის მიზეზი მისივე სასტიკი ხასიათი გახდა,რადგან ბევრი რუმინელი ჯარისკაცი სწორედ ამის გამო გადავიდა მტრის მხარეზე.მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა მხეცად ქცეული დრაკულას დამარცხება და სიკვდილი,ვიდრე თავიანთი სამშობლოს თავისუფლებლებისათვის ბრძოლა. 1447 წლის 2 დეკემბერს, 47 წლის ასაკში მყოფი ვლახეთის მმართველი – ვლად III ცეპეში თავისივე ქვეშევრდომების მიერ იქნა მოკლული.მისი მოკვეთილი თავი ოსმალეთის სულთანს გაუგზავნეს,რომელმაც იგი სარზე ააგებინა და საკუთარი სასახლის ერთ-ერთ კოშკზე აღამართინა.დრაკულას ტანი კი ბუხარესტის სიახლოვეს მდებარე მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.
როდესაც ოსმალები ტირგოვიშტეში შევიდნენ,მათი გაოგნება გამოიწვია იმ “სარების ტყემ”,რომლებზეც 20 000 თავიანთი თანამემამულე ჯარისკაცი იყო გასმული.
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სისხლით გაუმაძღარი დრაკულა ერთობ მონდომებული იყო მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერებით.იგი ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა საეკლესიო ორგანიზაციებს.მისი მეორე მმართველობისას,ცეპეშის უშუალო მატერიალური დახმარების შედეგად ვლახეთის ტერიტორიაზე აგებული იქნა არაერთი მართლმადიდებლური ტაძარი და მონასტერი. (ავტორი გენია.ჯი)