“ნობელის პრემია” – (ეპიზოდი)
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოს – “ნობელის პრემიის” გაცემის წესდებაში ნობელის კომიტეტს გარკვევით აქვს მითითებული,რომ იმ შემთხვევაში,თუკი პრემიაზე წარდგენილი კონკურენტი პრეტენდენტების მიღწევები ღირსეულ შეფასებას არ იმსახურებენ,პრემია საერთოდ არავის არ მიანიჭონ. (ავტორი გენია.ჯი) ის ფულადი პრიზი კი,რომელიც ნობელიანტებს უნდა მიეღოთ,ნობელის ფონდსა და სხვა სპეცფონდებში გადაირიცხა.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კერძოდ – 1940, 1941 და 1942 წლებში,გასაგები მიზეზების გამო “ნობელის პრემია” არც ერთ დარგში არ გაცემულა.საერთო ჯამში,”ნობელის პრემიის” დაარსების დღიდან თანამედროვე ეპოქის ჩათვლით (ნაგულისხმევია მეორე მსოფლიო ომის პერიოდიც),პრემია არ გაცემულა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 9-ჯერ,ქიმიაში 8-ჯერ,ლიტერატურაში 7-ჯერ და ფიზიკაში 6-ჯერ.ერთადერთი დარგი,რომელსაც ანალოგიური სახის “ჩავარდნები” არ ჰქონია – ეკონომიკაა (“ნობელის პრემია” ეკონომიკურ მეცნიერებაში 1969 წლიდან გაიცემა). – (ავტორი გენია.ჯი)