ვლადიმერ ლენინი – “ეპიზოდი”
კომუნისტურ ეპოქა გამოვლილ ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ მიხეილ ზოშჩენკოს ერთ-ერთი თხზულება,სადაც აღწერილია თუ როგორ მიართვა პეტროგრადის მეთევზეთა კავშირის მმართველმა საჩუქრად საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელსა და პროლეტარიატის ბელადს - ვლადიმერ ლენინს (1870-1924 წლები) – შებოლილი თევზი,ან როგორ მიართვეს მას ძღვნად ურალელმა მუშებმა მაგიდის სანათი,ან კიდევ ხარკოველმა მეწაღეებმა – ჩექმები და ასე შემდეგ.ცნობილია,რომ დენიკინის არმიასთან გამარჯვების შემდგომ ბელადს ფრანგული ფირმის “რენო”-ს მიერ წარმოებული ტანკიც კი გადასცეს საჩუქრად. (ავტორი გენია.ჯი) საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად,ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,თითქოს ლენინი მხოლოდ მოკრძალებულ საჩუქრებს იღებდა,რაც მისი პიროვნების უბრალოებასა და მოკრძალებული ცხოვრების წესს უსვამდა ხაზს.თუმცა ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა,რადგან უმკაცრესად გახლდათ გასაიდუმლოებული იმ ძვირადღირებული საჩუქრების ნუსხა და რაოდენობა,რომელიც პროლეტარიატის ბელადს გადასცეს მისი სიცოცხლის განმავლობაში.ლენინის ძვირადღირებულ საჩუქრებს შორის გამორჩეული მაინც ის უნიკალური კონსტრუქციის მქონე ავტომობილი იყო,რომელიც 1922 წელს უსახსოვრა ბელადს დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.კერძოდ,ეს გახლდათ წამყვანი ბრიტანული საავტომობილო ფირმის – “Rolls-Royce”-ს მიერ წარმოებული ”Rolls-Royce Silver Ghost Continental”-ის მოდელის მწვანე ფერის ავტომობილი,რომელიც 1914 წელს იქნა გამოშვებული.აღნიშნული ავტომობილის უნიკალურობა მდგომარეობდა მისივე მეტად უცნაურ კონსტრუქციაში.კერძოდ,ის გახლდათ ისტორიაში ერთადერთი ”Rolls-Royce”-ს ფირმის ავტომობილი,რომელსაც უკანა მხარეს საბურავების ნაცვლად – მუხლუხები ჰქონდა დამონტაჟებული.იმ პეიოდისათვის,ლენინზე ნაჩუქარი ავტომობილის ღირებულება მართლაც რომ გრანდიოზულ თანხას – 1 850 გირვანქა-სტერლინგს შეადგენდა (დღეისათვის მისი ფასი აუქციონზე 2 მილიონ ევრომდე მერყეობს).გარდა აღნიშნული ავტომობილისა,ლენინი მასობრივად გადაადგილდებოდა ”Rolls-Royce”-ს ფირმის მეორე ავტომობილითაც.ეს კი ადასტურებს იმას,რომ პროლეტარიატის ბელადი არც თუ ისე მოკრძალებული წესით მაცხოვრებელი იყო და მასაც ისევე იტაცებდა ფუფუნების საგნები,როგორც ბევრ მოკვდავს. (ავტორი გენია.ჯი)
“Rolls-Royce Silver Ghost Continental” (ლენინის ძვირადღირებული ავტომობილი)
ლენინის მეორე “Rolls-Royce”-ის ფირმის ავტომობილი
ვლადიმერ ლენინი და ნადეჟდა კრუპსკაია ძვირადღირებული ”Rolls-Royce”-ის ფირმის ავტომობილით