უილიამ ჯორჯ პერკსი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული ინგლისური როკ-ჯგუფის – “როლინგ სტოუზის” ყოფილმა წევრმა (ბასისტმა) - უილიამ ჯორჯ პერკსმა,რომელსაც ძირითადად – ბილ უაიმენის სახელით ვიცნობთ, 47 წლის ასაკში გაიცნო 13 წლის ულამაზესი გოგონა – მენდი სმიტი (მომავალი მომღერალი).მიუხედავად 34 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა,მათი ურთიერთობა მალე სასიყვარულო რომანში გადაიზარდა,რამაც იმდენად დიდი სკანდალი გამოიწვია დიდ ბრიტანეთში,რომ მიუხედავად სმიტის საესტრადო წარმატებებისა,მისი სიმღერების ეთერში გაშვებაზე ყველა ბრიტანულმა რადიოსადგურმა უარი განაცხადა.სწორედ ამიტომ გახდა იგი იძულებული სამშობლო დაეტოვებინა და საცხოვრებლად გერმანიაში გადასულიყო. (ავტორი გენია.ჯი) 1989 წელს,გაცნობიდან ექვსი წლის გასვლის შემდგომ უილიამისა და მენდის წყვილი დაქორწინდა (ქორწინებისას,უაიმენის ასაკი 53 წელს შეადგენდა,ხოლო მისი რჩეული ქალისა კი 19 წელს).თუმცა,მათი ქორწინება სულ რაღაც 17 თვეში კრახით დასრულდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მათი განქორწინებიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ,უილიამ ჯორჯ პერკისის 30 წლის ვაჟმა (პირველი ქორწინებიდან) – სტივენმა ოფიციალურად იქორწინა მამის ყოფილი მეუღლის – მენდი სმიტის დედაზე – პეტსი სმიტზე,რომელიც იმ პერიოდისათვის 46 წლის ასაკში იმყოფებოდა და შესაბამისად, 16 წლით უფრო იყო მეუღლეზე.მათმა ქორწინებამ კი კიდევ ერთი შოკი გამოიწვია ტრადიციებისადმი ერთგულ დიდ ბრიტანეთში და დიდი სკანდალის მიზეზიც გახდა. (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ ჯორჯ პერკსისა და მენდი სმიტის ქორწინება (მარცხნივ განთავსებულ ფოტოზე) – სტივენ პერკსისა და პეტსი სმიტის წყვილი (მარჯვნივ განთავსებულ ფოტოზე)