კალათბურთი – “ეპიზოდი”

კალათბურთი – ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე,როგორც პირველი საჩვენებელი შეჯიბრება, 1904 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა.თუმცა იგი,იმ პერიოდისათვის – სამოყვარულო ტურნირის რანგში იყო წარმოდგენილი და მასში მხოლოდ ამერიკული გუნდები მონაწილეობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მომდევნო ექვს ოლიმპიურ თამაშებზე  კი (1936 წლამდე) კალათბურთი  ამოღებული იქნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების განრიგიდან.თუმცა, 1936 წელს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადზე კალათბურთი კვლავაც გამოჩნდა ასპარეზზე და მასში პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ოცდასამი ქვეყნის საუკეთესო საკალათბურთო ნაკრებმა. 1936 წლის 14 აგვისტოს გამართულ ფინალურ მატჩში – აშშ-ისა და კანადის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.აღნიშნულ მატჩზე თქვენი ყურადღება კალათბურთისათვის უჩვეულო ანგარიშის გამოისობით გავამახვილე.როგორც წესი,თითოეული საკალათბურთო მატჩი 40 წუთის განმავლობაში გრძელდება.ასევე იყო ამ შემთხვევაშიც,თუმცა სხვა საკალათბურთო მატჩებისაგან განსხვავებით განსაკუთრებულად დაბალი შედეგიანობით გამოირჩა.კერძოდ,აშშ-ის ნაკრებმა მოწინააღმდეგე – 19 : 8 დაამარცხა (პირველი ნახევარი 15 : 4 დასრულდა,ხოლო მეორე ნახევარი 4 :4).ასეთი სარეკორდოდ დაბალი შედეგიანობის მიზეზი გახლდათ ის გარემოება,რომ ფინალური მატჩი გამართული იქნა საშინელი წვიმის თანხლებით – ღია მოედანზე,სადაც კალათბურთელებს მოედანზე დაგროვილი უხვი ნალექის არა მარტო თამაში,არამედ გადაადგილებაც კი ძალიან უჭირდათ.მას შემდეგ,არც ერთ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასეთი დაბალშედეგიანი თამაში აღარ დაფიქსირებულა. (ავტორი გენია.ჯი)

აშშ 19 : 8 კანადა (1936 წლის 14 აგვისტო)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>