“დიპლომატიური იმუნიტეტი” – (ეპიზოდი)

დიპლომატიური პრივილეგიებისა და იმუნიტეტის არსი მდგომარეობს განსაკუთრებული შეღავათების,უფლებებისა და უპირატესობების ერთობლიობაში,რომელიც ენიჭებათ უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს,მათ პერსონალს და სხვა პირებს (ასევე,დიპლომატების ოჯახის წევრებს).იგი უპირველეს ყოვლისა,გულისხმობს პირად ხელშეუხებლობას.ასეთი უფლებით აღჭურვილთა დაპატიმრება,პასუხისგებაში მიცემა და მოწმის სახით სასამართლოში გამოძახება არ შეიძლება.ხელშეუხებელია მათი საცხოვრებელი ბინა,სამუშაო ადგილი,გადაადგილების საშუალება (ავტომანქანა, თვითმფრინავი და სხვა).მაგრამ დიპლომატიური იმუნიტეტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მიზნებისათვის,რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციებთან. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი უზარმაზარი პრივილეგიაბისა,დიპლომატიური იმუნიტეტი არ გულისხმობს სრულ უპასუხისმგებლობას.თუ იმუნიტეტით აღჭურვილი პირი დანაშაულს ჩაიდენს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე,მისი პასუხისმგებლობის საკითხი დიპლომატიური გზით წყდება.

დღესდღეობით,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით დიპლომატი მოღვაწეობს,რომელთა დიდი ნაწილი პირნათლად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას.თუმცა არსებობს დიპლომატების ისეთი კატეგორიაც,რომლებიც იმუნიტეტს თავიანთი შავ-ბნელი საქმიანობისათვის გამოიყენებენ. (ავტორი გენია.ჯი) ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითია ცნობილი ისტორიაში.არსებობს მრავალი გახმაურებული და გაუხმაურებელი ფაქტები,საიდანაც ირკვევა,რომ დიპლომატიურ იმუნიტეტს ისტორიის ხანგრძლივ ეტაპებზე ეფარებოდნენ – ალკოჰოლიკები,ნარკომანები,სექსუალური მოძალადეები და მკვლელებიც კი.შესაბამისად,მათ ანგარიშზე უამრავი სხვადასხვა სახის დანაშაულია დაფიქსირებული.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ერთ საოცარ ისტორიას,რომელიც ვფიქრობ,რომ ინტერესმოკლებული არ იქნება მკითხველისათვის:

1979 წელს კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ქვეყნის  - მიანმარის (ყოფილი ბირმა) ელჩმა შრი-ლანკაში,შიტყო რომ,მისი ცოლი აღვირახსნილ სასიყვარულო ინტრიგებში იყო ჩაბმული.ერთ დღეს,როდესაც ქალი საელჩოს შენობასთან მორიგმა საყვარელმა ავტომობილით მიიყვანა,შეურაცხყოფილმა და სასოწარკვეთილმა ქმარმა იარაღს დაავლო ხელი და უამრავი თვითმხილველის თვალწინ რამდენიმე გასროლით იგი სიცოცხლეს გამოსალმა.ამის შემდგომ კი,მისი ცხედარი საელჩოს უკანა ეზოში გაიტანა,ეგრეთ წოდებული “დამკრძალავი კოცონი” გააჩაღა (ხისგან აგებული სტრუქტურა,რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილთა ცხედრების რიტუალური დაწვისათვის.ცნობისათვის,ასეთი წესი მიანმარის ტერიტორიაზე,განსხვავებით შრი-ლანკისაგან,სრულიად კანონიერ მოვლენად იყო მიჩნეული) და საელჩოს მრავალი თანამშრომლის,პრესის წარმომადგენლისა და პოლიციელის თვალწინ – დაწვა.იმისათვის,რომ თავის ქმედებაში მიანმარის ელჩს ხელი არ შეშლოდა,იგი შრი-ლანკელ პოლიციელებს გამუდმებით შეახსენებდა საელჩოს ტერიტორიაზე შესვლის უფლების არქონისა და მისი დიპლომატიური ხელშეუხებლობის იმუნიტეტის შესახებ.მას შემდეგ,რაც მიანმარის ელჩმა აღნიშნული ქმედება განახორციელა,კვლავაც დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას მიჰყო ხელი.საინტერესოა ის გარემოება,რომ მეუღლის მკვლელი პერსონა შრი-ლანკაში კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში ასრულებდა სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას და საბოლოოდ,ისე იქნა გაწვეული თავის ქვყანაში,რომ არანაირი სასჯელი არ დაკისრებია.

იმ პერიოდში ახალი ზელანდიის ელჩი შრი-ლანკაში –  ჯერალდ ჰენსლი იგონებდა: “მიანმარის ელჩმა ჩემთან პირად საუბარში თავისი ცოლის ღალატი სამშობლოს ღალატთან გააიგივა და განაცხადა,რომ ის ისევე დასაჯა,როგორც სამშობლოს მოღალატეები ისჯებოდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>