ჯონ ლენონის მკრეხელური განცხადების შესახებ…
1966 წლის 4 მარტს ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის – “ბითლზის” ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა – ჯონ უინსტონ ონო ლენონმა,ლონდონში გამომავალი ყოველდღიური გაზეთის – Evening Standard-ის ჟურნალსტთან საუბრისას შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ბითლზი ბევრად უფრო პოპულარული გახდა,ვიდრე – იესო ქრისტეა”.გარდა ამისა,ლენონმა ქრისტიანული რელიგიისა და მისი მიმდევრების მიმართაც გაილაშქრა და ქრისტიანებს – ბრიყვები უწოდა.
ლენონის მკრეხელური და პროვოკაციული გამონათქვამი 1966 წლის 13 აგვისტოს რადიოეთერით გადასცა ტეხასის შტატში განთავსებულმა რადიოსადგურმა – “KLUE”-მ,რამაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი პროტესტი გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ალაბამას შტატში მდებარე ქალაქ ბირმინჰემის რადიოსადგურმა მოსახლეობას მოუწოდა გაეჩაღებინათ დიდი კოცონები,რათა მათზე დაეწვათ “ბითლზის” ფირფიტები და ყველაფერი,რაც მათთან იყო დაკავშირებული.დაიწყო “ბითლზის” საწინააღმდეგო ისტერიული აქციები,სადაც წვავდნენ ბრიტანული როკ-ჯგუფის ფირფიტებსა და ანსამბლის სხვა სიმბოლოებს.მათ შორის “ბითლზის” წევრების სურათებსაც.საპროტესტო აქციები გადაიცემოდა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბრიტანული როკ-ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებში მონაწილეობას მათი მრავალი ფანიც იღებდა.”ბითლზის” წინააღმდეგ გამოვიდა რომის კათოლიკური ეკლესია,რამაც განაპირობა კიდეც აღნიშნული ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერების გაქრობა რადიოეთერებიდან ისეთ ქვეყნებში,როგორებიცაა – ესპანეთი,ფილიპინები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ 1966 წლის 4 მარტს რადიოსადგურ “KLUE”-ს მიერ ლენონის მკრეხელური გამონათქვამის გადაცემიდან მეორე დღეს,ანუ 1966 წლის 5 მარტს,იმავე რადიოსადგურს მეხი დაეცა,რამაც მთელი მისი აპარატურის მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია.რადიოსადგურის ახალი ამბების რედაქტორი კი,რომლის უშუალო მითითებითაც იქნა განხორციელებული ლენონის განცხადების რადიოეთერში გადაცემა,სიკვდილს ძლივს გადაურჩა.თუმცა საკმაოდ დიდი ხნის მანძილკზე მოუწია საავადმყოფოში მკურნალობა.თავად აღნიშნული განცხადების ავტორი, 1980 წლის 8 დეკემბერს,თავისივე თავგადაკლული ფანის – მარკ დევიდ ჩეპმენის მიერ იქნა საჯაროდ მოკლული. (ავტორი გენია.ჯი)