კარამბოლა

კარამბოლა – წარმოადგენს ავეროასებრთა სახეობის ორლებნიან მცენარეთა კლასის მარადმწვანე ეგზოტიკურ ხეს,რომლის გავრცელების არეალებია – სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონები,ინდოეთი,ინდონეზია და შრი-ლანკა.გარდა ამისა,აკლიმიტიზაცია გავლილი აქვს ისეთ ქვენებში,როგორებიცაა – ბრაზილია,განა,ისრაელი,აშშ-ი და გვიანეა. (ავტორი გენია.ჯი) კარამბოლას ხის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს.სხვა მრავალი ტროპიკული მცენარეებისაგან განსხვავებით,იგი სინათლის მოყვარული მცენარე არ გახლავთ.გააჩნიათ 50 სანტიმეტრამდე სიგრძის მქონე აკაციასებრთა მსგავსი რთული აგებულების ფოთლები და ვარდისფერი ყვავილები.კარამბოლას C ვიტამინით მდიდარი ნაყოფი ყვითელი ან მოყაფისფრო შეფერილობისაა და თავისი საოცარი ფორმის გამო – “ტროპიკულ ვარსკვლავად” მოიხსენიებენ.გამოიყენება საკვებად.შეიცავს ქლიავის,ვაშლისა და ყურძნისმაგვარ არომატულ გემოს,რის გამოც დესერტადაც განიხილება.გარდა ამისა,კარამბოლას ნაყოფისაგან ამზადებენ კოქტეილის დეკორაციას.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ კარამბოლას ნაყოფის მირთმევა რეკომენდირებული არ არის იმ ადამიანებისთვის,რომლებსაც გასტრიტი,კუჭის წყლული,თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ენტეროკოლიტის დაავადებები აწუხებთ,რადგან შეიცავს ოქსალიკის მჟავას. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>