სერიული მკვლელების შესახებ…
ფილიპ იაბლონსკი - ამერიკელი სერიული მკვლელი.დაუმტკიცდა 5 ადამიანის მკვლელობა და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.დაკითხვის დროს დასმულ შეკითხვაზე,თუ რომელ ისტორიულ პერსონასთან ისურვებდა შეხვედრას სიკვდილით დასჯის შემდეგ,იაბლონსკიმ განაცხადა: “ჯეკ მფატრავთან,ადოლფ ჰიტლერთან და სხვა სერიულ მკვლელებთან”.
იუ იონ ჩხოლი – სამხრეთ კორეელი მასიური მკვლელი,რომელმაც მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.ძირითადად კლავდა მეძავებსა და ხანდაზმული ასაკის მქონე მდიდარ მოქალაქეებს.აღიარა,რომ მსხვერპლთა გარკვეულ ნაწილი შეჭმული ჰყავდა.მკვლელობების მოტივი მან შემდეგი სახით ახსნა: “ქალები მეძავები არ უნდა იყვნენ,ხოლო მდიდრებმა კი უნდა იცოდნენ რაც ჩაიდინეს”.
პაველ შუვალოვი – რუსი სერიული მკვლელი,რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ შუვალოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო (უფროსი სერჟანტი).სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოცხადების შემდგომ,მიუხედავად იმისა,რომ თავად აღიარა ჩადენილი მკკვლელობები,თავის ბოლო სიტყვაში განაცხადა: “მე მინდა მხოლოდ ერთადერთი რამ ვთქვა.ახლა თქვენ მე კი არ გამომიტანეთ განაჩენი,არამედ მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს,რადგან მილიციის თანამშრომელი არ შეიძლება მანიაკი იყოს”.
სერგეი შიპილოვი – სამუდამო პატიმრობა მისჯილი რუსი სერიული მკვლელი და მოძალადე.დაუმტკიცდა 12 ადამიანის მკვლელობა და 9 გაუპატიურების ფაქტი.გამომძიებლების მიერ დასმულ შეკითხვაზე,სურდა თუ არა მას კიდევ ადამიანების მკვლელობების ჩადენა,უპასუხა: “არსებობს სხვა მეთოდებიც იმისა,თუ როგორ უნდა მოკლა მსხვერპლი”.მის მიერ ჩადენილი ამაზრზენი ქმედებების მოტივი გახლდათ დანაშაულის ჩადენისაგან მიღებული სიამოვნების განცდა – “დანაშაული დანაშაულისათვის”.
რიჩარდ ტრენტონ ჩეიზი – “საკრამენტოელი ვამპირის” მეტსახელით ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი (სვამდა მოკლულ მსხევრპლთა სისხლს).დაუმტკიცდა 6 ადამიანის მკვლელობა.მიესაჯა სიკვდილით დასჯა.მისი ადვოკატის მტკიცებით,ჩეიზი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო,რის გამოც რიჩარდის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა.ამასვე მოწმობდა თავად რიჩარდის ქმედებები და სიტყვებიც.სასამართლოზე ბოდიში მოიხადა ჩადენილი დანაშაულებების გამო და აღნიშნა,რომ მკვლელობების ჩადენა ნაცისტებმა და უცხოპლანეტელებმა აიძულეს.შესაბამისად,მის მიერ განხორციელებული მკვლელობების მოტივი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ ჯორჯ ჰეიგი – “ლონდონელ ვამპირად” წოდებული ბრიტანელი სერიული მკვლელი (მიესაჯა სიკვდილით დასჯა),აცხადებდა,რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობების ერთადერთი მოტივი – მათი სისხლის დალევა იყო.იმისათვის,რომ დანაშაულის ჩადენის ჭეშმარიტი მოტივი არ გახმაურებულიყო,ჰეიგი თავის მსხვერპლთ აბაზანაში მჟავის მეშვეობით ანადგურებდა.
ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი – პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული ამერიკელი სერიული მკვლელი.მიესაჯა სიკვდილით დასჯა.ჰოლმსმა განაჩენის აღსრულებამდე შედგენილ ანდერძში მიუთითა,რომ სიკვდილის შემდეგ მისი საფლავი დაებეტონებინათ,რადგან შიშობდა,რომ მის გვამს საფლავიდან ამოიღებდნენ და ისევე დაჩეხავდნენ,როგორც თავად ჩეხავდა თავის მსხვერპლთ.
ფრიც ჰაარმანი – გერმანელი სერიული მკვლელი.მიესაჯა სიკვდილით დასჯა.განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჰაარმანმა ცინიკურად წამოიყვირა: “მე კვლავ დავბრუნდები! თქვენ ხომ იცით,რომ ვამპირები უკვდავები არიან!” - (ავტორი გენია.ჯი)
ვიქტორ ფოკინი – რუსი სერიული მკვლელი,რომელმაც ათი ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა.მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.დაკითხვებისას ფოკინმა განაცხადა: “მე სიცოცხლეს ვასალმებდი იმ ადამიანებს,რომლებთაც ქალები პირობითად შეიძლება ეწოდოთ – ალკოჰოლიკებსა და უსახლკაროებს.ასეთი ადამიანები ხელს უშლიან საზოგადოებას”.
აჰმად სურაჯი – ინდონეზიელი სერიული მკვლელი,რომელმაც 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.სურაჯმა მის მიერ ჩადენილი ამაზრზენი მკვლელობების მოტივად ძალიან უცნაური და დაუჯერებელი რამ დაასახელა.კერძოდ: სიზმრად უხილავს მამამისი,რომელსაც თავისი ვაჟისათვის ურჩევია,რომ თუკი 70 ქალს მოკლავდა და მათ “ნერწყვს” დალევდა,ამ შემთხვევაში იგი შესანიშნავი მკურნალი ექიმი დადგებოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აჰმადთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ყველა მისი ცოლიც,რომლებიც ქმარს მკვლელობების ჩადენაში უწყობდნენ ხელს. – (ავტორი გენია.ჯი)