ხორხე ლუის ბორხესი – “ეპიზოდი”

პარიზში,ნორტ-დამზე მიმავალ დიდ არგენტინელ მწერალს,პოეტსა და პუბლიცისტს – ხორხე ლუის ბორხესს (1899-1986 წლები) ერთ-ერთმა გამვლელმა სტუდენტმა მეტად უტაქტოდ მიმართა:

 ”ბორხეს,თქვენ არ არსებობთ!..

ბორხესი შეჩერდა და თვალი მიაპყრო იმ სავარაუდო წერტილს,სადაც სტუდენტი ეგულებოდა და თქვა:

 - დიახ,ეს სიმართლეა!..

აღნიშნულ ფაქტს მწერლის მდივანი გოგონაც შეესწრო,რომელმაც ღვაწლმოსილ ლიტერატორს ჰკითხა,თუ რატომ გასცა მან ასეთი პასუხი სტუდენტს.

- იმიტომ,რომ ამას მეც დღედაღამ დაუღალავად ვამტკიცებ: მე არ ვარსებობ,მე ვარ არარა! – უპასუხა ბორხესმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება