იური ბუდიაკი – “ეპიზოდი”
იური ბუდიაკი (1879-1942 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ უკრაინელ მწერალს,ჟურნალისტს,საზოგადო მოღვაწესა და სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ მსხვერპლს,რომელიც მონაწილეობას იღებდა ინგლისისა და ბურების ომში 1899-1902 წლებში.თავდაპირველად ბუდიაკი ბურების არმიაში რიგითად მსახურობდა,ხოლო შემდგომ პატარა ქვედანაყოფის უფროსი გახდა.ერთ დღეს,ბურებმა თავიანთ ტყვეთა ბანაკში ახალგაზრდა ინგლისელი ჟურნალისტი მიიყვანეს.იგი ბურებს არწმუნებდა,რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა და მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით შემოიფარგლებოდა,რის გამოც მათგან განთავისუფლებას მოითხოვდა.მიუხედავად ამისა,ახალგაზრდა ინგლისელმა მათი დარწმუნება მაინც ვერ მოახერხა,რამაც იმდენად განარისხა იგი,რომ ერთ-ერთ ოფიცერს ფანქრით ხელში დაესხა თავს. (ავტორი გენია.ჯი) სიტუაცია იქამდეც მივიდა,რომ ბურებმა მისკენ იარაღი შემართეს, და ის იყო უნდა ესროლათ,რომ მათ იური ბუდიაკი (ნამდვილი გვარი – პოკოსი) გადაუდგა წინ.მან თანამებრძოლებს განზრახვაზე ხელი ააღებინა,რითაც ახალგაზრდა ინგლისელი ჟურნალისტი უცილობელი სიკვდილისაგან იხსნა.
აღნიშნული ისტორიიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ის ახალგაზრდა ინგლისელი ჟურნალისტი,რომელიც ბუდიაკმა სიკვდილისაგან იხსნა – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.მისი სახელი და გვარი კი გახლდათ – უინსტონ ჩერჩილი.როგორც ირკვევა,ოქსფორდის სახელოვან უნივერსიტეტში განათლების მიღება იურიმ,სწორედ ჩერჩილის პირადი დახმარების შედეგად შეძლო.გარდა ამისა,ჩერჩილი თავის მხსნელს სხვა სახის დახმარებასაც უწევდა ბრიტანეთში ყოფნის პერიოდში.მოგვიანებით,ბუდიაკი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი გახდა.საბოლოოდ კი საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და “გულაგში” გადააგზავნა,სადაც 1942 წლის სექტემბერს აღესრულა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იურის მიერ უინსტონის გადარჩენა არც მის მემუარებში არის მოხსენიებული და არც ჩერჩილის მოგონებებში.თუმცა,არსებობდნენ თვითმხილველები (მათ შორის ინგლის-ბურების ომის მონაწილე – ვასილი მინკა),რომლებიც ზემოაღნიშნული ისტორიის სინამდვილეს ადასტურებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი