“დამაკვირდი”

 1. “100 წლის რომ გავმხდარიყავი დედა და 100 წელი უცხოეთში დავრჩენილიყავი,შენ რომ შინ მეგულებოდი: ფესვები მაქვს-მეთქი მიწაში,ასე ვიტყოდი…

100 წლის რომ გავმხდარიყავი დედა და უცხოეთიდან მობრუნებულს კარის ალაგთან დამეძახა: დედა,შინა ხარ-მეთქი? თუ შინა ვარო,მომიგებდი,ასე ვიტყოდი 10 წლის ვარ-მეთქი…

ჯერ 10 თვეც არაა,რაც შენ წახვედი და ასე მგონია, 100 წლის ვარ-მეთქი”. – კონსტანტინე გამსახურდია (თარაშ ემხვარის სიტყვები “მთვარის მოტაცებიდან”)

2. “როდესაც გვიყვარს,ვცდილობთ,უკეთესები გავხდეთ და როცა ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ,ვიდრე ვართ,სამყაროც უკეთესობისკენ იცვლება!” – პაულო კოელიო

3. “მოიქეცი ისე,რომ კაცობრიობა,როგორც საკუთარი,ისე ნებისმიერი სხვა პიროვნების სახით,ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდორს გამოიყენო,როგორც საშუალება”. – იმანუელ კანტი – (ავტორი გენია.ჯი)

4. “შენ მე შენი ადამიანი მიჩვენე და მე შენ ჩემ ღმერთს დაგანახვებ”. – წმინდა თეოფილე ანტიოქელი

5. “მე ვხედავ სამყაროს საშინელ სივრცეს; ვგრძნობ,რომ მიჯაჭვული ვარ ამ უვრცესი სამყაროს მხოლოდ ერთ კუნჭულს,მაგრამ არ ვიცი,რად მხვდა წილად სწორედ ეს კუთხე და არა რომელიმე სხვა ადგილი,ან რად მებოძა სასიცოცხლოდ ერთი მსწრაფლმავალი წამი მარადისობის სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში,მარადისობისა,რომელიც წინ უსწრებს ჩემს დასაბამს და მოსდევს ჩემს დასასრულს”. – ბლეზ პასკალი

6. “მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული”. – სოლომონ ბრძენი

7. “ყველაფერი ქართული ჯაჭვის პერანგია,რა! შეიძლება ვერც კი ხვდებოდე,როგორ გიცავს”. – მერაბ ელიოზაშვილი

8. “ღვთაებრივს მხოლოდ გონით შეიძლება მისწვდე”. – პლატონი

9. “სიცოცხლე – მოქანდაკეა,ყოველივე ცოცხალს რომ ანიჭებს განუმეორებელ ხატებას,მხატვარია,ხეზე ყოველი ფოთლის ფორმას რომ კვეთს,ყოველი ყვავილის ფერს რომ განსაზღვრავს.სიცოცხლე – მუსიკოსია,ფრინველთ სიყვარულის სიმღერა რომ ასწავლა,მწერებს კი – აურაცხელ ბგერათა გადმოცემა და ერთურთის ძახილ-მოწოდება… სიცოცხლე – უნატიფესი ქიმიკოსია,რომელმაც გემო მიანიჭა ნაყოფს,სურნელი – ყვავილებს,ქიმიკოსი,რომელიც წყალსა და ნახშირმჟავას შაქრად აქცევს და ჟანგბადს ქმნის,ასერიგად აუცილებელს სიცოცხლისათვის”. – აბრაჰამ პრესმ მორისონი – (ავტორი გენია.ჯი)

10. “უგუნური შვილი დედის სევდაა”. – სოლომონ ბრძენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>