ბლეზ პასკალი – “ეპიზოდი”
სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გენიალურმა ფრანგმა მათემატიკოსმა,ფილოსოფოსმა,ფიზიკოსმა და მექანიკოსმა – ბლეზ პასკალმა (1623-1662 წლები),თავის უახლოეს ადამიანებს გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ნუ დამტირით,ავადმყოფობა ქრისტიანების ბუნებრივი მდგომარეობაა,იმიტომ,რომ მისი წყალობით კაცი ისეთი ხდება,როგორიც უნდა იყოს: ჭირთამთმენი,ყოველგვარი სიამისა და გრძნობისმიერი განცხრომისაგან განძარცვული… ცუდმედიდობისა და სიხარბისაგან თავისუფალი,წამითი-წამად სიკვდილის მომლოდინე და მსურველი,განა ასე არ უნდა ატარებდეს ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი მთელი სიცოცხლე? და განა დიდი ბედნიერება არ არის,რომ ადამიანი იძულებით აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში,რომელშიც ყოფნაც ვალად აძევს? მაშ რაღა დაგვრჩენია,გარდა იმისა,რომ უდრტვინველად მოვიხაროთ ქედი ბედისწერის წინაშე? ამიტომ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ: “შემავედრეთ ღმერთს,რომ ესოდენი მოწყალების ღირსი მყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ბლეზ პასკალის უკანასკნელი სიტყვები იყო: “დაე,ნურასოდეს დამიტევებს ღმერთი!”