ისააკ ნიუტონი – “ეპიზოდი”
უდიდეს ინგლისელ ფიზიკოსს,მათემატიკოსსა და ასტრონომს - ისააკ ნიუტონს (1642-1727 წლები) ხშირად უხირდებოდნენ ათეისტები თავისი თეისტური მსოფლმხედველობის გამო.ერთ დღეს,ათეისტთა მორიგი გამოხდომის ჟამს,ერთ-ერთმა ათეისტმა ისააკს ჰკითხა:
- შენ,ასეთ სახელოვან მეცნიერს,როგორ შეგიძლია გწამდეს იმისა,რომ ღმერთი უკანასკნელ სამსჯავროზე ყველა ადამიანს გაიხსენებს,ვისაც კი ოდესმე უცხოვრია და მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ამქვეყანაზე აღსრულებული საქმეების მიხედვით?
ისააკმა,ცნობისმოყვარე ათეისტი თავის სამუშაო მაგიდასთან მიიყვანა.მაგიდაზე დაყრილ ქვიშას რკინის ნაქლიბი შეურია და ამ ნარევს მაგნიტი მიუახლოვა.მაგნიტმა,რაღა თქმა უნდა,რკინა მაშინვე მიიზიდა,ხოლო ქვიშა რკინის ნაქლიბისაგან გამოაცალკევა.ამის შემდგომ კი,ნიუტონი ათეისტს მიუბრუნდა და უთხრა:
- თუკი მე ღვთის მიერ შექმნილ უბრალო მოკვდავს შემიძლია ორი ნივთიერების ერთმანეთისაგან გამორჩევა,მით უფრო შეუძლია ეს სამყაროს და ყოვლისშემძლე ღმერთს. – (ავტორი გენია.ჯი)