ჯერემაია კლარკი – “ეპიზოდი”
ჯერემაია კლარკი (1674-1707 წლები) – წარმოადგენდა ბაროკოს ეპოქის ინგლისელ კომპოზიტორსა და ორღანისტს.მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები გალდათ – “დანიის პრინცის მარში”,რომელიც კომპოზიტორმა 1700 წელს დაწერა (იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგლისის სამეფო საზოგადოებაში).თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,კლარკს ერთ-ერთი ულამაზესი არისტოკრატი ქალი შეუყვარდა,თუმცა მისდა საუბედუროდ,ჯერემაიას სიყვარული ცალმხრივი აღმოჩნდა.ქალი არა მარტო მის სიყვარულს უკეთებდა იგნორირებას,არამედ თავად კლარკსაც არაფრად აგდებდა.ნათქვამია: “თვითმკვლელობა – დახმარების მაუწყებელი განწირული ყვირილის ხმაა,რომლის გაგონებაც არავის არ სურსო”, და ასევე იყო ინგლისელი კომპოზიტორის შემთხვევაშიც. (ავტორი გენია.ჯი) მისი დახმარების მაუწყებელი განწირული ყვირილის ხმა არავის სურდა გაეგონა,განსაკუთრებით კი იმ ქალს,რომლისთვისაც კლარკი მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწრირა.სასოწარკვეთილმა კომპოზიტორმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა… სუიციდის აქტის ჩადენის ორი საშუალებიდან (ჩამოხრჩობა ან წყალში დახრჩობა) მას ერთ-ერთი უნდა აერჩია.არჩევანის გასაკეთებლად მან მონეტა ააგდო,თუმცა ქუჩაში მყოფი ჯერემაიას მონეტა ტალახში ჩავარდა,რის გამოც გადაწყვიტა,რომ სუიციდის განსახორციელებლად ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი საშუალებისათვის არ მიემართა.საბოლოო ჯამში,ჯერემაიამ თვითმკვლელობა მესამე საშუალებით – იარაღის გამოყენებით გადაწყვიტა. 1707 წლის 1 დეკემბერს,უიმედოდ შეყვარებულმა კლარკმა სასაფლაოზე იარაღის გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.როგორც წესი,იმ პერიოდში თვითმკვლელებს ეკლესიის კუთვნილებაში მყოფ სასაფლაოებზე არ კრძალავდნენ,თუმცა მისთვის გამონაკლისი იქნა დაშვებული და ჯერემაია კლარკი “წმინდა პავლეს ტაძრის” საძვალეში დაასაფლავეს. (ავტორი გენია.ჯი)