იცით თუ არა,რომ
1. ნამგალასნაირთა რიგის ულამაზესი და დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობის ფრინველის – კოლიბრის ბუმბულისაგან შეკერილი ტანისამოსის ტარების უფლება აცტეკების ცივილიზაციის ხალხში მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორებს გააჩნდათ.ასეთი სახის თითოეული ტანისამოსის დასამზადებლად კი ათასობით კოლიბრის განადგურება ხდებოდა საჭირო.
2. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ფიზიკოს-თეორიტიკოსს – ალბერტ აინშტაინს,როდესაც ეკითხებოდნენ,თუ სად მდებარეობდა მისი ლაბორატორია,მეცნიერი საკუთარ საწერ კალამს აჩვენებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
3. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალი და “როკ-ენ-როლის მეფედ” წოდებული – ელვსი პრესლი,”შავი ქამრის” მფლობელი იყო კარატეში.
4. მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერული სისტემატიკის შვედი ფუძემდებელი – კარლ ლინე – მიკროსკოპს არ აღიარებდა და შესაბამისად,მის დანიშნულებასაც უარყოფდა.იგი მიკროსკოპს – “ოპტიკურ სიცრუედ” მოიხსენიებდა.
5. XVI საუკუნემდე ევროპელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რა ხილი იყო – ფორთოხალი.იგი ევროპაში პირველად პორტუგალიელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს.ცნობისათვის,ჩინელები ფორთოხალის კულტივირებას ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2 500 წლის წინ ახდენდნენ.
6. “ამომავალი მზის ქვეყნის” შვილები (იაპონელები),არასოდეს იღებენ ხელში ნაპოვნ საფულეს,გარდა იმ შემთხვევისა,თუ ის პოლიციაში არ მიიტანეს.ისინი ვარაუდობენ,რომ ბედი ასეთი საჩუქრისათვის ბევრად უფრო ძვირფას რამეს მოითხოვს მათგან.
7. 1982 წელს,როდესაც გენიალური კოლუმბიელი მწერალი – გაბრიელ გარსია მარკესი “ნობელი პრემიის” მისაღებად შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩავიდა,მას თან ორმოცი უახლოესი მეგობარი ახლდა.
8. ისავრიელთა დინასტიის წარმომადგენელმა უგუნურმა ბიზანტიის იმპერატორმა – კონსტანტინე V კოპრონიმოსმა (718-775 წლები),იმდენად გაითქვა სახელი “ხატთბრძოლითა” და ქრისტიანთა დევნით,რომ მას – დიოკლიტიანესაც კი ადარებდნენ.იგი ამბობდა,რომ ქრისტიანებს არ შეშვენოდათ ხატთა თაყვანისცემა,რადგან ეს წარმართული კერპთაყვანისცემა არისო.საყურადრებოა ის გარემოება,რომ ბერძნული ენიდან თარგმანით – “კოპრონი” – ნეხვს აღნიშნავს.
9. მამა ილია ჩიკვაიძე მის მიერ გამოქვეყნებულ კრებულში – “რამდენიმე შეგონება ჩემს ვაჟს”,აღნიშნავს რომ - “ცხოვრება ვალდებულების კიდობანია”. – (ავტორი გენია.ჯი)
10. სამანი – ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს აღნიშნავს.