მენის შტატის უდაბნო
მენის შტატის უდაბნო - წარმოადგენს ფიჭვის ტყის ნაწილში განთავსებულ ქვიშიან უდაბნოს,რომელიც დაფარულია ყინულოვანი ლიოსით (წმინდამარცვლოვანი ერთგვაროვანი არაშრეებრივი ჩალისფერი ქანი,რომლის შემცველობაა – კვარცი,თიხამიწა,სილიკატები და ნახშირმჟავა კალციუმი).აღნიშნული უდაბნო მდებარეობს აშშ-ის მენის შტატში განთავსებულ კემბერლენდის ოლქში,ქალაქ ფრიპორტიდან დასავლეთით ოთხ კილომეტრში. (ავტორი გენია.ჯი) მისი სრული ფართობი 160 000 კვადრატული მეტრია,რაც თავის მხრივ 16 ჰექტრის ექვივალენტია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მენის შტატის უდაბნო სრულიად ბუნებრივი წარმომავლობის მქონე არ არის,რადგან მის ზედაპირზე ამოსულ ჭარბი რაოდენობის ფიჭვის ხეებს სპეციალურად ჭრიან,რათა უდაბნომ თავისი სახე არ დაკარგოს.
1783 წელს 300 აკრი მიწის ფართობი შეიძინა – უილიამ ტატლმა,რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოჰყავდა აღნიშნულ მიწაზე სხვადასხვა სახის მარცვლეული კულტურა.გარდა ამისა,გამოიყენებდა მსხვილფეხა ცხოველების საბალახოდაც.მოგვიანებით,უილიამის შთამომავლებმა ცხვების ფარაც შეიძინა და სწორედ მათი დამსახურებით იქცა აღნიშნული მიწის გარკვეული მონაკვეთი უდაბნოდ,რადგან როგორც ცნობილია ცხვარი ბალახს ფესვიანად შეექცევა.მიწამ ეროზია დაიწყო… თავდაპირველად მიწის მცირე მონაკვეთი იქცა უდაბნოდ,ხოლო მოგვიანებით გაუდაბნოების პროცესმა თითქმის მთელი ფერმის ტერიტორია მოიცვა.ამას ხელი შეუწყო ათასწლეულების წინ განხორციელებულმა დიდი გამყინვარების პერიოდმაც,რომელშიც ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ქვების დანამცეცება და მათი ქვიშად გადაქცევა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) საუკუნეების გასვლასთან ერთად ქვიშა ნაყოფიერი ნიადაგით დაიფარა,მოგვიანებით კი ფიჭვის უდაბური ტყეებით.ტატლების ოჯახი მაქსიმალურად ებრძოდა თავიანთ მიწაზე უდანოს არსებობას,თუმცა ბუნების წინააღმდეგ რაღა თქმა უნდა ვერაფერს გახდნენ.საბოლოო ჯამში (XX საუკუნის დასაწყისში) ტატლებმა მიწაზე უარი თქვეს. 1919 წელს მენის შტატის უდაბნოს მიწები 300 ამერიკულ დოლარად შეისყიდა ვინმე – ჰენრი ჰოლდაპმა,რომელმაც 1925 წლისათვის ფერმის ყოფილი ტერიტორია ტურისტულ ღირშესანიშნაობად აქცია. 1950-იან წლებში,უდაბნოს ნამდვილი ატმოსფეროს შესაქმნელად მიწის მფლობელებმა აქლემიც კი შეისყიდეს (სახელად – სარა).მაგრამ მისი აგრესიული ქმედებების გამო,მალევე ზოოპარკში გაამწესეს.სარა,ჩანაცვლებული იქნა ხელოვნურად დამზადებული ორი აქლემით.
დღესდღეობით,მენის შტატის უდაბნოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ტურისტული მარშრუტი,სუვენირების მაღაზია,ქვიშისა და ფერმის მუზეუმები.იგი აღნიშნული შტატის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა და ყოეველწლიურად დაახლოებით 30 000-მდე ტურისტიც სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)