“რაის ქვები” – (იაპელთა ფულადი ერთეული)
წყნარ ოკეანეში მდებარე მიკრონეზიის ფედერაციული შტატების შემადგენლობაში შემავალი იაპის კუნძულების ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზე და ტურისტულ მომსახურეობაზეა დამოკიდებული.იაპზე გახსნილია ორი ამერიკული კომერციული ბანკი,რომლებიც ფინანსურ ოპერაციებს ამერიკულ დოლარში ანხორციელებენ. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ამერიკულ დოლარს კონკურენციას უწევს იაპელთათვის ტრადიციული უზარმაზარი ქვის მონეტები (კირქვის დისკები შუაში მრგვალი ხვრელით),რომლებსაც - “რაის ქვებს” უწოდებენ.დღეისათვის არსებული ყველაზე დიდი რაის ქვის მონეტის დიამეტრი 3 მეტრია,სისქე 50 სანტიმეტრი,ხოლო წონა 4 ტონა.
რაისთვის საჭირო კირქვას იაპელები კუნძულ პალაუდან ეზიდებოდნენ ნავების,ტივებისა და კანოეების საშუალებით.ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით,კირქვა აღმოჩენილი იქნა დაახლოებით 500 – 600 წლის წინათ და იგი იმთავითვე იქცა იაპელთათვის ერთობ ფასეულ საგნად,რადგან კუნძულზე კირქვა არსად მოიპოვებოდა.პალაუს მაცხოვრებლები იაპელთაგან კირქვის სანაცვლოდ ქოქოსს,სხვადასხვა მინერალისაგან დამზადებულ მძივებსა და კოპრას (ქოქოსის კაკლის გული,რომლისგანაც იღებენ ქოქოსის ზეთს) მოითხოვდნენ და შესაბამისად,ხდებოდა გაცვლითი ოპერაციები.პალაუელთა მსგავსად, XIX საუკუნეში ევროპელებს კირქვის სანაცვლოდ იაპიდან გაჰქონდათ – კოპრა და ჰოლოთურიები (კანეკლიანების ტიპის ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი,რომლებსაც საკვებად გამოიყენებენ).
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,იაპის კუნძულები იაპონელი აგრესორების მიერ იქნა დაპყრობილი.მათ “რაის ქვებს” დანიშნულება შეუცვალეს და ისინი სამშენებლო მასალად აქციეს.მაგრამ ომის დასრულებისთანავე,”რაის ქვებს” თავდაპირველი დანიშნულება დაუბრუნდა და დღემდე გამოიყენება,როგორც ფულის ერთეული.იაპელებისათვის,ამ უჩვეულო კირქვის მონეტებს არა მარტო ფულადი დანიშნულება აქვს,არამედ ისინი ასოცირდებიან – სიმდიდრესთან,ხვავთან და ბარაქასთანაც.საყურადღებოა ისიც,რომ “რაის ქვები” – მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ეროვნულ სიმბოლოდ არის მიჩნეული და ისინი გამოსახულნი არიან ადგილობრივი ავტომობილების სანომრე ნიშნებზე. (ავტორი გენია.ჯი)
“რაის ქვების” ტრანსპორტირება ტივით ძველ ეპოქაში