გერსოპას ჩანჩქერი
გერსოპას ჩანჩქერი – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ბუნებრივ ობიექტს (წყალვარდნილს) ინდოეთის რესპუბლიკისა,რომელიც განთავსებული მდინარე შარავატიზე,მისი შესართავიდან 40 კილომეტრში. (ავტორი გენია.ჯი) გერსოპას ჩანჩქერის სისტემა ოთხი ძლიერი და რამდენიმე მცირე ნაკადისაგან შედგება,რაც საერთო ჯამში უზარმაზარ წყლის სტიქიას ქმნის.ჩანჩქერის საერთო სიგანე 500 მეტრამდეა და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში ყველაზე განიერ ჩანჩქერად მიიჩნევა.მისი წყალვარდნილის სიმაღლე მაქსიმალურ 255 მეტრს შეადგენს,რაც მას მსოფლიოს 20 უდიდეს ჩანქერთა სიაში აყენებს.გერსოპას ჩანჩქერის ოთხივე ძლიერ და დიდ ნაკადს თავიანთი განსაკუთრებული მახასიათებლებისდა მიხედვით სხვადასხვა სახელწოდებები ჰქვიათ: რაჯა,გორლოპანი,სამეფო და რაკეტა.დღესდღეობით,ჩანჩქერის სიახლოვეს მიმდინარეობს ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.თუმცა,პირველი ჰიდროელექტროსადგური ჩანჩქერის სიახლოვეს აგებული იქნა ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა ნახევარში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური ინდოეთის რესპუბლიკის ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)