ფრაზეოლოგია „შემოდგომის” შესახებ…

1. „შეაჩერეთ შემოდგომა!.. გამოსაზამთრებლად არაფერი გამაჩნია!!!”

* * *

2. „შემოდგომა – წელიწადის ის პერიოდია, როდესაც ადამიანები ვალდებული არიან ერთმანეთს სული გაუთბონ გრძნობებითა და სიტყვებით. და მაშინ არანაირი მოსალოდნელი სიცივე საშიში აღარ იქნება!”

* * *

3. „შემოდგომის თავსხმა წვიმაშიც კი არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცა – ლურჯია! მხოლოდ ცოტაოდენი ხნით მოცდაა საჭირო”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „შემოდგომა – ფოთოლცვენის სიზმარია”.

* * *

5. „შემოდგომაზე განსაკუთრებული ჰაერია. მას აუხდენელი ოცნებების სურნელი ასდის”…

* * *

6. „შემოდგომა – სიყვარულშიც არსებობს”.

* * *

7. „შემოდგომა – წელიწადის ყველაზე ფილოსოფიური დროა”.

* * *

8. „გაზაფხული – ზამთრის მირაჟია, ხოლო შემოდგომა – გაზაფხულის რეინკარნაცია”.

* * *

9. „შემოდგომა – წელიწადის უკანასკნელი და ყველაზე თვალწარმტაცი ღიმილია”.

* * *

10.  „ზამთარი – გრავიურაა, გაზაფხული – აკვარელი, ზაფხული – ზეთით ფერწერა, ხოლო შემოდგომა კი წლის სამივე პერიოდის – მოზაიკა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>