არაბული მევახშეობა – “ეპიზოდი”

შუა საუკუნეებში არაბულენოვან ხალხებს (არაბებს),კანონით,კატეგორიულად ეკრძალებოდათ ნაღდი ფულის გასესხება პროცენტით სარგებლობის სანაცვლოდ.მიუხედავად ამისა,მევახშე არაბებმა კანონის გვერდის ავლა მეტად ორიგინალური მეთოდით მაინც მოახერხეს. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,რამდენიმე მოწმის თანდასწრებით,არაბი მევახშე და ვალის ამღები ხელს აწერდნენ ოფიციალურ კონტრაქტს,რომლის თანახმადაც პროცენტიანი ფულის გამსესხებელი ერთ-ერთ თავის მონას 1 200 დინარად ნისიად ჰყიდდა ფულის მსესხებელზე (დანახარჯი ან რისამე ფასი,რაც შემდეგში უნდა გადაიხადონ.იგივე – ვალი).ამავე კონტრაქტის თანახმად მევალე ვალდებული იყო ნასესხები თანხა მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაეფარა.მონის მყიდველი (ესე იგი ვალის ამღები) კი კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე ნისიად შეძენილ მონას კვლავაც ძველ მფლობელს უბრუნებდა უკან 1 000 დინარი ნაღდი ფულის სანაცვლოდ (არაბებს კანონი არ უკრძალავდა ნისიად “საქონლის” გაცემას).შესაბამისად,მევახშე ვალის ამღებისაგან ერთ წელიწადში პროცენტის სახით 200 დინარ მოგებას მაინც იღებდა კანონის გვერდის ავლით. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>