ჯონ სტოუ – “ეპიზოდი”
ჯონ სტოუ (1525-1605 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ ისტორიკოსსა და ანტიკვარიატის კოლექციონერს,რომელმაც საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერი დაწერა ბრიტანეთის ისტორიის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) სტოუს კოლექციაში დაცული იყო რამდენიმე ისეთი სახის ანტიკვარული წიგნი,რომელთა წინააღმდეგაც გამოდიოდა ბრიტანელი პროტესტანტი სასულიერო პირები.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ რამდენჯერმე ჯონ სტოუს ბინა გაიჩხრიკა,რა დროსაც ამოღებული იქნა წიგნები “პაპიზმის” მოძღვრების დაცვის შესახებ.მიუხედავად ამისა,დიდმა ინგლისელმა ისტორიკოსმა მაინც მოახერხა თავისი პროტესტანტიზმის დამტკიცება ხელისუფლებისა და პროტესტანტული ეკლესიის წინაშე.
ხანდაზმულ ასაკში მყოფი ჯონ სტოუ უკიდურესი სიღარიბის წინაშე აღმოჩნდა.თუმცა,მას დახმარებისათვის არავისთვის მიუმართავს.ბრიტანეთის ისტორიის ავტორის დუხჭირი ცხოვრების შესახებ ინფორმაციამ სამეფო სასახლის კარამდეც მიაღწია,რის შემდეგაც სამეფო კარმა გამოსცა “სპეციალური განკარგულება”,სადაც ეწერა: “ვითვალისწინებთ რა იმას,რომ ჯონ სტოუმ ორმოცდახუთი წელი შეალია ინგლისის ისტორიის მასალების შეგროვებასა და შესწავლას,ხოლო თორმეტი წელიწადი ლონდონისა და ვესტმინსტერის აღწერას,სამეფო წყალობას გავცემთ სტოუზე და თანხმობას ვაცხადებთ ჩვენმა ქვეევრდომებმა გაიღონ წყალობა მასზედ”.
შესაბამისად,ბრიტანეთის სამეფო კარმა ამაგდარი ჯონ სტოუს დასახმარებლად ვერაფერი გაიღო გარდა იმისა,რომ სხვებს მოუწოდა მისი დახმარება.
საშინელ სიღატაკეში მაცხოვრებელი დიდი ბრინაეთის ისტორიის ავტორი – ჯონ სტოუ აღესრულა 1605 წლის 6 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი)