დიმიტრი როსტოველის შეგონება…
“არაფერია ისე ნამდვილი,როგორც სიკვდილი,მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული,როგორც მისი მოსვლის დრო.ჩვენ ვიცით,რომ ყველა მოვკვდებით,მაგრამ ვინ ვის გაუსწრებს,მოხუცი – ახალგაზრდას თუ ახალგაზრდა – მოხუცს,არავინ უწყის.ზოგიერთი სწორედ მაშინ კვდება,როდესაც საკუთარ თავს ხანგრძლივ სიცოცხლეს აღუთქვამდა.
რას იფიქრებდით იმ ვაჟზე,რომელიც მამისაგან შორს ცხოვრობს და იმდენად არის დაკავებული უცხო ქვეყნის საქმეებითა და სიამოვნებებით,რომ მამასთან და მამის სახლში დაბრუნებას არც ფიქრობს და არც საამისო შესაძლებლობებით სარგებლობს?! უეჭველია,იტყოდით,მამა არ უყვარსო.მაშ,რაღა ვიფიქროთ იმ ადამიანზე,რომელიც იმდენად არის დაკავებული მიწიერი საქმეებით და სიამოვნებებით,რომ არ ფიქრობს თავის უეჭველ დაბრუნებაზე (სიკვდილის გზით) ზეციურ მამასთან და მის სახლში – ზეცასა და მარადისობაში?! აუცილებელია ვთქვათ: იქნებ ამ ადამიანს არ უყვარს ღმერთი ან იქნება ღმერთზე მეტად უყვარს სოფელი”.