ლა გაბრიელის პასუხი ეკატერინე II-ს…
XVIII საუკუნეში კასტრირებული საოპერო მომღერალი მამაკაცები თავიანთ გამოსვლებში განსაკუთრებით დიდ ჰონორარებს ითხოვდნენ და იღებდნენ კიდეც.ასევე იყო ერთ-ერთი კასტრირებული იტალიელი საოპერო მომღერლის – ლა გაბრიელის შემთხვევაშიც,რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთის იმპერიას სტუმრობდა.სწორედ აღნიშნულ პერიოდში მიიქცია ლა გაბრიელმა რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ს ყურადღება.მან იტალიელი საოპერო მომღერალი საიმპერატორო სასახლეში მიიწვია.ლა გაბრიელმა მხოლოდ ერთი კონცერტის გამართვაში იმ დროისათვის უზარმაზარი ჰონორარი – 5 000 დუკატი მოითხოვა.
- არც ერთი ჩემი ფედმარშალი არ იღებს ხელფასის სახით ამოდენა თანხას, – აღშფოთდა ეკატერინე II.
- შესანიშნავია,თქვენო უდიდებულესობავ! ამ შემთხვევაში თქვენმა ფედმარშლებმა შეგისრულონ საოპერო არიები! – ერთმნიშვნევლოვნად უპასუხა ლა გაბრიელმა რუსეთის იმპერატორს. – (ავტორი გენია.ჯი)