ჯარჯი ფხოველი – “ექსპრომტი”

აიწურება სული დაგვილი:

უნდა აგვიხდეს სიტყვა მისანთა!

ეხლა მე და შენ ელდა დაგვივლის:

მივალთ სიკვდილთან: ბოლო მიზანთან.

* * *

კვამლად რჩებოდა გზა გამოვლილი,

ცრემლი რეცხავდა ცხოვრების ჭრელ ქვას…

ვიდარდეთ,მაგრამ ვერ გამოვლიეთ

დარდი,რომელსაც სამშობლო ერქვა!

კომენტარის დატოვება