თვითმუმიფიცირება
მსოფლიო ისტორიაში პირველი “თვითმუმიფიცირების” პრაქტიკას სათავე დაუდო ჰეუანის პერიოდის ერთ-ერთმა უდიდესმა რელიგიურმა მოღვაწემ და სინგონის ბუდისტური სკოლის იაპონელმა ფუძემდებელმა – კუკაიმ (774-835 წლები). 61 წლის ასაკში მყოფი კუკაი ვაკაიამას პრეფექტურაში მდებარე კოიას წმინდა მთაზე განმარტოვდა,უარი განაცხადა საკვებისა და წყლის მიღებაზე და მედიტაციას მიეცა.აღნიშნული პროცედურის დაწყებიდან ოცდამეერთე დღეს კუკაის ჩონჩხად ქცეულმა სხეულმა სუნთქვა შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,ბუდისტმა სასულიერო პირებმა კიდევ უფრო დახვეწეს თვითმუმიფიცირების პროცესი,რომელიც თავის მხრივ დიეტის რადიკალური ცვლილებით იწყებოდა.თვითმუმიფიცირების მსურველ ბუდისტ ბერს დასაწყისისათვის მხოლოდ თხილითა და ბუდისტური მონასტრის სიახლოვეს მდებარე ტყეებში მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხილით უნდა დაეწყო კვება.გარდა ამისა,მას ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა,ყოველდღიური მძიმე შრომა და რელიგიური რიტუალები უნდა აღესრულებინა.პირველი სტადია 1 000 დღეს (დაახლოებით სამი წელიწადი) გრძელდებოდა და ამ პერიოდში ბუდისტი ბერი პრაქტიკულად კარგავდა სხეულის ყოველგვარ ცხიმებსა და სხვა ორგანულ ნივთიერებებს.
პირველი სტადიის დასრულების შემდგომ იწყებოდა მეორე სტადია,რომელშიც კიდევ უფრო იზღუდებოდა დიეტური საკვების ისედაც მოკრძალებული რაციონი და სასმელი წყლის რაოდენობა.კერძოდ,მუმიფიცირების პროცესში მყოფისათვის დაშვებული იყო ფიჭვის ფესვებისა და სხვადასხვა სახეობის ხეების ქერქის მცირეოდენი რაოდენობით მიღება.მეორე სტადია პირველის მსგავსად 1 000 დღე გრძელდებოდა.ამ პერიოდში,ბუდისტი ბერის სხეული ცოცხალ ჩონჩხს ემსგავსებოდა.
თვითმუმიფიცირების მესამე და უკანასკნელი სტადია წინა ორი სტადიის მსგავსად 1 000 დღე გრძელდებოდა.ამ პერიოდში ბერი სვამდა ლაქების ხის წვენით გაზავებულ სპეციალურ ჩაის (ცნობისათვის,იაპონელი და ჩინელი ხელოსნები ლაქების ხის წვენს სხვადასხვა ჭურჭლის გასალაქად იყენებდნენ).საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ლაქების ხის წვენი ერთობ შხამიანი თვისებებით გამოირჩევა,რაც თვითმუმიფიცირების პროცესში მყოფი ადამიანების ორგანიზმში მეტად მტკივნეულ რეაქციებს იწვევდა.თუმცა,აღნიშნული ხის წვენით შეზავებულ ჩაის ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისების გამო სვამდნენ: მას შემდეგ,რაც მუმიფიცირების პროცესში მყოფი ადამიანი აღესრულებოდა,მათ მუმიად ქცეულ სხეულს არც ბაქტერიები ეკარებოდნენ და არც ქვეწარმავლები.
მესამე და ურთულესი სტადიის გავლის შემდგომ,ბუდისტი ბერი იმ სპეციალურ ქვის ოთახში შედიოდა,რომელიც მისივე საფლავად უნდა ქცეულიყო. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,ქვის ოთახი იმდენად პატარა მოცულობის მქონე იყო,რომ მასში განთავსება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანისათვის იყო შესაძლებელი.გარე სამყაროსთან მას კედელში დატანებული წვრილი ჭუჭრუტანა (ჰაერისთვის) და პატარა ზარი აკავშირებდა,რომლის ხმის გაგონების საშუალებითაც გარეთ მყოფები რწმუნდებოდნენ იმაში,რომ ასკეტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.როგორც კი ზარის ჩამოკვრას ასკეტი რამდენიმე დღის მანძილზე არ განახორციელებდა,ეს მისი გარდაცვალების მაუწყებელი იყო.ქვის ოთახის ერთადერთი ჭუჭრუტანა საგანგებოდ იქოლებოდა.გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ,მუმიად ქცეული ცხედარი დიდი სიფრთხილით გამოჰქონდათ გარეთ და სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებში გადაჰქონდათ.იმ შემთხვევაში,თუკი მუმიფიცირების პროცესი წარმატებულად არ დასრულდებოდა,მაშინ მას საბოლოოდ ქოლავდნენ იმ ქვის ოთახში,სადაც გარდაიცვალა.
საგულისხმოა ის გარემოება,რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე თვითმუმიფიცირების პროცესი არაერთმა ბუდისტმა სასულიერო პირმა განახორციელა.მათ შორის XX საუკუნეში ვატ კჰუნარამის მონასტერში მოღვაწე – ლუანგ პჰო დენგმაც. – (ავტორი გენია.ჯი)
კუკაი