ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
დიდმა ამერიკელმა ნობელიანტმა მწერალმა,რომანისტმა და ჟურნალისტმა – ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ (1899-1961 წლები),რომელმაც ადრევე იგრძნო და განიცადა ომის მთელი საშინელება,ევროპაში ფაშიზმის საფრთხის მოახლოებისთანავე ვაჟკაცური პირდაპირობითა და მთელი პატიოსნებით საჯაროდ განაცხადა: “ფაშიზმი უდიდესი ბოროტებაა,ბანდიტიზმია, და ამ ბოროტებას ვინც შეურიგდება,ის მწერალი განწირულია.ამ ბანდიტს კი ახლავე უნდა გასწორება,ჩანასახშივე”.
ჰემინგუეის სიტყვები ლიტონი ნამდვილად არ ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) მან ჩამოიარა უამრავი გამომცემლობა,შეაგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა,შეიძინა სანიტარული ავტომობილების მთელი კოლონა და იგი რესპუბლიკურ ესპანეთს გაუგზავნა,სადაც მანუელ ასანია (ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი) ფაშისტური გერმანიის მიერ მხარდაჭერილ გენერალ ფრანკოს ებრძოდა.მიუხედავად იმისა,რომ ერნესტი მთელი არსებითა და შემოქმედებით ომის წინააღმდეგი იყო,ფაშიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომს თვით ომის წინააღმდეგ გალაშქრებას უწოდებდა.”ყველასათვის ცხადია,რა ბოროტებას წარმოადგენს ომი,მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია,რომ იომო”, – წერდა იმ პერიოდში ჰემინგუეი.იგი უყაყმანოდ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ერნესტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმათში,ვინც პარიზის გასანთავისუფლებლად გაემგზავრა.
“როცა ხალხი უცხოელი ინტერვენტებისაგან სამშობლოს განთავისუფლებისათვის იბრძვის,როცა ეს ხალხი შენი მეგობარია – ზოგი ძველი,ზოგი უფრო ახალი, და როცა იცი,როგორ ვერაგულად დაესხნენ მას,როცა იცი,როგორ იბრძოდნენ ისინი,თანაც პირველად თითქმის სავსებით უიარაღოდ… როცა თვალს ადევნებ მათ სიცოცხლეს,ბრძოლასა და სიკვდილს,მაშინ მიხვდები,რომ ომზე უფრო საძაგელი რაღაც ყოფილა ქვეყნად.სილაჩრე – უფრო დიდი საძაგლობაა,ღალატი – უფრო დიდი საძაგლობაა და ასევე ეგოიზმიც”. – განმარტავდა ერნესტ მილერ ჰემინგუეი. (ავტორი გენია.ჯი)