გეოფაგია

გეოფაგია – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – “მიწას ვჭამ”.იგი წარმოადგენს ავადმყოფურ ლტოლვას მიწის,ნაცრის,თიხის,ტალახისა და ქვებზე დანალექი სხვადასხვა მინერალების ჭამისადმი.ეს მეტად უცნაური ფენომენი  გავრცელებულია არა მარტო ცხოველებში,ფრინველებსა და თევზებში,არამედ ადამიანებშიც. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერები დღემდე აქტიურად სწავლობენ გეოფაგიის გამომწვევი მიზეზების დადგენას,თუმცა ზუსტი დასკვნების დადება მაინც ვერაფრით ხერხდება.პირველი ცნობები მიწის მჭამელი ადამიანების შესახებ გენიალურმა ძველ ბერძენმა ექიმმა და “მედიცინის მამად” წოდებულმა – ჰიპოკრატემ მოგვაწოდა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით V-IV საულუნეებში.მას შემდეგ,გეოფაგიის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა და თუკი დღევანდელ სტატისტიკას გადავავლბთ თვალს,იგი დედამიწის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული.

გეოფაგიის ფაქტები ძუძუმწოვარ ცხოველებში პირველად აღწერილი აქვს დიდ რომაელ ფილოსოფოსს,ბუნებისმეტყველსა და ექიმს – კლავდიუს გალენოსს (დაახლოებით 129-217 წლები).მოგვიანებით,ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირებული იქნა თევზებში,ფრინველებსა და რეპტილიებში.

გარდა მიწისა,სხვადასხვა ძუძუმწოვარა ცხოველები იკვებებიან აყალო თიხითაც.მაგალითად,ირმებს,რომელთა წონა 100 კილოგრამამდეა, 1 კილოგრამიდან 5 კილოგრამამდე აყალო თიხის შეჭმა ძალუძთ ერთ ჯერზე.ასევე,თიხით იკვებებიან ისეთი შესანიშნავი სახეობის ფრინველები,როგორებიცაა – კაკადუ და არა.

გეოფაგიის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ორსულ მანდილოსნებსა და მოზარდებში.ამ დროს მათი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა პათოგენებისა და სხვადასხვა პარაზიტების მიმართ.მეცნიერთა დასკვნით,გეოფაგია ყველაზე მეტად გავრცელებულია ტროპიკული სარტყელის მქონე ქვეყნებში,სადაც ნიადაგი ჭარბი მიკრობებით არის გაჯერებული.რიგი ადამიანებისა,კუჭ-ნაწლავში მიმდინარე დარღვევებისას მიწას ჭამს და ამ დროს მიწა ერთგვარი წამლის ფუნქციას ასრულებს.სპეციალისტები გეოფაგიის გამომწვევ სამ ჰიპოთეზას განიხილავენ,თუმცა ზუსტად მაინც ვერ განსაზღვრავენ მის ნამდვილ არსს.ეს უცნაური ფენომენი გავრცელებულია შიზოფრენიითა და ცირკულარული დეპრესიით დაავადებულ ადამიანებში.გარდა ამისა – ფსიქოპატებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>