მორის ჟოლის პოლიტიკური პამფლეტიდან – “დიალოგი ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის,ანუ მაკიაველის პოლიტიკა XIX საუკუნეში”

1. „სახელმწიფოს თავისუფლებას, კეთილდღეობასა და აყვავებას უზრუნველყოფენ არა ადამიანები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტები”.

* * *

2. „სახელმწიფოსა და ადამიანებს მართავს აუცილებლობა”.

* * *

3. „მმართველს არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც მისი ქვეშევრდომებისთვის არ არის დაშვებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. „მაკიაველი : – მითხრეს, რომ ამ გაღატაებულ ნაპირზე შემიძლია შევხვდე დიადი მონტესკიეს აჩრდილს. ნუთუ ახლა ის ჩემს წინ არ დგას?

მონტესკიე: – სიტყვა “დიადი” აქ არავის ღირსებია, მაკიაველო! თუმცა-კი მე ისა ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ”. – (სცენა ჯოჯოხეთიდან) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. „მონტესკიე: – მე თუ მკითხავენ რა არის სამართლის საფუძველი, ვუპასუხებდი, რომ ეს არის – ეთიკა, რომლის მცნება ყველსათვის ნათელი და ერთმნიშვნელოვანია”.

* * *

6. „მონტესკიე: – საზოგადოება ვალდებულია მიაღწიოს პროგრესის საბოლოო მიზანს.

- მაკიაველი: – ან მოკვდეს!”

* * *

7. „თუკი ესა თუ ის ერი შეცდომებს უშვებს, ამისათვის მათ ანგარიშწორება მოელით, ისევე, როგორც ადამიანს მორალური კანონის დარღვევის შემთხვევაში”.

* * *

8. „დედამიწაზე არ შეიძლება დავეყრდნოთ არც ერთ სამართლიანობას, გარდა ღვთაებრივი სამართლიანობისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „არ შეიძლება სახელმწიფოში დაიშვას ცრუ ჰუმანიზმი. საფრთხის ქვეშ მყოფ საზოგადოებას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას. მმართველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შეუქცევადი სიმტკიცე და განსაკუთრებული სისასტიკე წარმოშობს ახალი სისხლისღვრის საფრთხეს”.

კომენტარის დატოვება