სხვადასხვა ხალხებში გამეფებული დაკრძალვის ტრადიციები…
ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში ამა თუ იმ ხალხს გარდაცვლილთა დაკრძალვის თავისებური და მეტად უჩვეულო ტრადიციები გააჩნდა.ასევე იყო აზიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ძვ.წ.აღ-ით VII-VI ათასწლეულის ანატოლიაშიც (ამჟამად თურქეთის აზიური ნაწილი).აღნიშნულ რეგიონში მაცხოვრებელი რიგი ხალხებისა,გარდაცვლილ მამაკაცებსა და ქალებს ერთმანეთისაგან განცალკევებით ასაფლავებდნენ.ქალებს ძირითადად წმინდა ადგილებში,ტაძრების საკურთხევლების იატაკის ქვემოთ მარხავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ტრადიცია დაკავშირებული გახლდათ ქალი-ღვთაებებისა და ქალი-ქურუმების კულტებთან,რომლებიც თავის მხრივ სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობასთან სიმბოლირდებოდა.მამაკაცებს და ბავშვებს (სქესის განურჩევლად) კი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ჭირისუფლები თავიანთი სახლის იატაკის ქვემოთ ასაფლავებდნენ.
ანტიკურ ხანაში მაცხოვრებელი ირანულენოვანი მომთაბარე-მესაქონლე ტომის – სარმატების ხალხი და აზოვის ზღვის სანაპიროზე მობინადრე – მეოტების ხალხი,გარდაცვლილთა დასაკრძალად ოვალური ფორმის მქონე საფლავებს ჭრიდნენ.სამარის კედლებზე ფილებს ამონტაჟებდნენ და ზემოდანაც უზარმაზარი ქვის ფილით ფარავდნენ.საფლავის სიღრმე 4 მეტრს შეადგენდა.გავლენიანი და მდიდარი პერსონებისათვის კი იჭრებოდა სპეციალური საფლავები,რომლებშიც კიბეები იგებოდა.
სამოას,ტონგასა და მარკიზის კუნძულების მოსახლეობა,ბელადის გარდაცვალების შემთხვევაში,ცხედარს აბალზამებდნენ და სპეციალურ საძვალეში კრძალავდნენ.რიგით მოსახლეებს კი ან ასაფლავებდნენ მიწაში,ან კიდევ ცხედარს ნავით ზღვაში უშვებდნენ.გარდა ამისა,დამკვიდრებული იყო ეგრეთ წოდებული “საჰაერო დაკრძალვის წესი”,რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის ცხედარი ხეზე აჰქონდათ და იმავე ხის პლატფორმაზე ტოვებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
მალანეზიის კუნძულის მაცხოვრებლები დღემდე ინახავენ სალოცავებში (ეგრეთ წოდებულ – “მამაკაცთა სახლებში”) თავიანთი წინაპრების თავის ქალებს.გარდა ამისა,გარდაცვლილთა თავის ქალებისაგან ამზადებენ ტოტემურ თოჯინებს,რომელთა დასამზადებლადაც ისინი რაღა თქმა უნდა თავინთი წინაპრების თავის ქალებს იყენებენ.
თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ლათინოამერიკელი – ჩიბჩას ხალხი,თავიანთი მამაცი მეომრების ცხედრებს აბალზამებდნენ.მათ დაბალზამებულ ცხედრებს კი წმინდანებად მიიჩნევდნენ.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ჩიბჩას ხალხს თავინთი გმირების ზოგიერთი ცხედარი ბრძოლაშიც კი გადაჰყავდათ საკაცის საშუალებით.მათი რწმენით,ასეთი მეთოდი ჩიბჩას მეომრებში საბრძოლო სულს ერთი-ორად ამაღლებდა.
იაპონიის კუნძულების ერთ-ერთი უძველესი მოსახლეობა – აინები,გარდაცვალებული ბელადის ცხედარს აბალზამებდა და მას გარდაცვალებიდან არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდგომ მარხავდა.
უძველეს ჩინეთში,დაოსი ქურუმები საფლავებს განსაზღვრავდნენ,როგორც – “ხელსაყრელი” და “არახელსაყრელი”.ისტორიკოსთა გადმოცემების თანახმად,დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევებიც,როდესაც დაოსი ქურუმების მითითებით ჭირისუფლებს თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების ნეშტები “არახელსაყრელი” სასაფლაოებიდან “ხელსაყრელ” სასაფლაოებზე გადაუსვენებიათ და დაუკრძალავთ. – (ავტორი გენია.ჯი)